FM97.5 / LIVE

ბაღდათი–აბასთუმნის გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 10.02.2018
ბაღდათი–აბასთუმნის დამაკავშირებელ გზაზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხუთკილომეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. აბასთუმნის მხარეს სამკილომეტრიან მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ახლა დაიწყო.

ბაღდათი–აბასთუმნის გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში 4,6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა და აქ ასფალტ–ბეტონის საფარის გზა მოეწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია აბასთუმნის მხრიდანაც.

ბაღდათი–საირმე–აბასთუმნის გზაზე 3,2 კმ–იან მონაკვეთს შპს „არალი“ 3 099 328 ლარად აკეთებს. აღნიშნულმა კომპანიამ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტანდერში გაიმარჯვა და სამუშაოების დასასრულებლად სატენდერო დოკუმენტების მიხედვით მას ექვსთვიანი ვადა აქვს.

„სამუშაოები უკვე დავიწყეთ, სარეაბილტიაციო მონაკვეთი აბასთუმნის გასასვლელიდან ე.წ. საკალმახეების ტერიტორიამდე არსებულ გზას მოიცავს“, – აცხადებენ შპს „არალში“.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ზეკარის უღელტეხილზე გზის სრული რეაბილიტაცია იგეგმება: „თუმცა, ამ ეტაპზე იმ მონაკვეთების რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რომელებიც პირველ რიგში საჭიროებენ აღდგენას“.

უწყებაში ამბობენ, რომ ბაღდათი აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაა: „ამ გზის რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონეს, ასევე შეამცირებს სამგზავრო მანძილს და დროს, დაახლოებით 90-120 წუთს, საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაღდათი–აბასთუმნის გზის 60 კმ–იანი მონაკვეთის პროექტირება მიმდინარეობს
ქუთაისი–ბენარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა ახალი პროექტით
ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის  10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება
რა ეტაპზეა და როდის დასრულდება  ინფრასტრუქტურული პროექტები აბასთუმანში