FM97.5 / LIVE

ძლიერი თვითმმართველობა – ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებები

მთავარისიახლე, პოლიტიკა 16.01.2018
როგორ უნდა გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა და რას გულისხმობს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების 21–ე თავი, რომელზე ხელის მოწერითაც ქვეყანამ რიგი ვალდებულებები აიღო.

ძლიერი თვითმმართველობა – ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებები
მას შემდეგ, რაც 2014 წლის 27 ივნისს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწერა, საქართველოს შესასრულებლად, სხვადასხვა მიმართულებით, არაერთი ვალდებულება დაეკისრა.

ერთ–ერთი ასეთი ვალდებულება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, ღარიბი რაიონების განვითარება და ასევე მრავალდონიანი მმართველობის გაჩენაა. ამ საკითხებს ასოცირების ხელშეკრულებაში 21–ე თავი ეძღვნება.

არასამთავრობო ორგანიზაცია, „დემოკრატ მესხთა კავშირის“ დირექტორის გია ანდღულაძის თქმით, ასოცირების ხელშეკრულების 21–ე თავი ადგილობრივ თვითმმართველობებს ისეთ უფლებებს ანიჭებს, როგორიცაა ქონების გამიჯვნა, ასევე თანამშრომლობა სხვა მუნიციპალიტეტებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ანდღულაძის თქმით, ნაკისრვი ვალდებულებების მიხედვით ადგილობრივი თივთმმართველობა რომ გაძლიერდეს, აუცილებელია რეგიონული მმართველობის დონე შეიქმნას: „გავქვს მხოლოდ ორ დონიანი მმართველობა, ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობა. არ გვაქვს რეგიონის დონე. დღეს, მუნიციპალიტეტებში პროექტების დაფინანსების საკითხების 98% თბილისში წყდება. თუკი გაჩნდება რეგიონალური მმართველობა, მუნიციპალიტეტებში ყველა პროექტის შედგენა და განხორციელება დაევალება რეგიონს, სადაც ადამიანებმა უკეთ იციან რა სჭირდებათ“.

მისივე განმარტებით, რეგიონული დონის გაჩენა, დეცენტრალიზაციის ერთ–ერთი საფეხურია, რომლის დროსაც მუნიციპალიტეტებს გაეზრდებათ უფლება–მოსილება და გადაწყვეტილებებს ადგილზე მიიღებენ.

კითხვაზე, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატთან, გუბერნიასთან შექმნილი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც რეგიონის საჭიროებებზე ზრუნავს, არის თუ არა ხელისუფლების მცდელობა შეიქმნას რეგიონული მმართველობის დონე, ანდღულაძე გვპასუხობს: „საკოორდინაციო საბჭო ფორმალურად შემქნილია უწყებაა, რომელსაც რეალური ძალა არ გააჩნია და გადაწყვეტილებების მიღებაში მთავარი როლი კვალვ ცენტრალური ხელისუფლებას უჭირავს. თუ ჩვენ შევქმნით რეგიონულ მმართველობას, ავტომატურად გარკვეული თანხის ნაწილი ისევ ცენტრალური ბიუჯეტიდან რეგიონებზე უნდა გადანაწილდეს და მათ უნდა გაუჩნდეთ ბიუჯეტები. გარდა ამისა, უნდა მოწესრიგდეს და ოფიციალური სტატუსი მიეცეს რეგიონის მმართველს. ამ თემებზე კი საერთოდ საუბარი არ არის“.

ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, თვითმმართველობის გაძლიერების შესახებ, კიდევ ერთ პუნქტს მოიცავს – ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასა და თვითმმართველობას შორის. რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართვა აუცილებელი პირობაა.

მოქალაქეების ჩართულობასთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამოკითხული მოსახლეობის მოსაზრებები არაერთგვაროვანია. მათი ნაწილი ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობით არ ინტერესდება და შესაბამისად არც ჩართულია.
„ბევრჯერ ჩვენ არ ვართ დაინტერესებულები. არ ვკითხულობთ, რამდენია ბიუჯეტი, ან რა ხმარდება ჩვენს სოფელს. შეიძლება ვიღაცას აინტერესებს კიდეც, სად რა თანხა დაიხარჯა ან საერთოდაც რამდენი ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ ამის გასარკვევად არაფერს ვაკეთებთ“, –ამბობს სოფელ ურავლის მკვიდრი მაყვალა ივანიძე.

გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არც ივანიძის მეზობლად მცოხვრები ნინო ჯინჭველაძე ერთვება: „ხშირად იმართება კრებები. იმის გამო, რომ დილიდან საღამომდე სამსახურში ვართ ჩვენ, ამ კრებებს ვერ ვესწრებით, სხვები ჩართულები არიან“.

არასდროს ყოფილა ჩართული თვითმმართველობის მუშაობის პროცესში სტუდენტი სოფო ბიბილაშვილი: „არასდროს ვყოფილვარ ჩართული, რადგან არ მრჩება დრო. სწავლისა და ოჯახის გამო ვერ ვახერხებ. უკეთესი იქნება თუ ახალგაზრდები დავინტერესდებით მუნიციპალიტეტებში რა ხდება“.

გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი თვითმმართველობის მუშაობაში ჩართვის საკითხს პესიმისტურად უყურებს და ფიქრობს, რომ მათი აქტიურობა ვერაფერს შეცვლის: „ჩვენი სიტყვა, მაინც არაფერს წარმოადგენს და რა აზრი აქვს სად რას ვიტყვით?!“ – ამბობს სოფელ მუსხის მკვირდი მაქსიმე ოქრომელიძე.

თვითმმართველობის გაძლიერების მიზნიეთ მოქალაქეებთან თანამშრომლობა რომ აუცილებელია, ამაზე ახალციხის მუნციპალიტეტის მერიაშიც საუბრობენ. თუმცა ევროპასთან დაახლოება მერის მოადგილეს გურამ მელიქიძეს სოფლებში გზის, წყლის, ნარჩენების მართვის სისტემისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გარეშე ვერ წარმოუდგენია. ამიტომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ საუბრისას, იგი ურადღებას სწორედ ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე აკეთებს.

„კარგი ახალგაზრდა თაობა მოდის, რომელიც შეიძლება რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩაებას და აქტიურად მიიღოს მონაწილეობა. მათ მიერ ჩატარებულია სხვადასხვა პრეზენტაციები, მათი მოთხოვნები რომ შევხვდეთ და ვისაუბროთ, მაძლევს იმედს იმისას, რომ სამომავლოდ აუცილებად გაიზრდება ჩართულობა“ – ამბობს გურამ მელიქიძე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქუტრის სამინისტროში აცხადებენ, რომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესასრულებად აქტიურად მუშაობენ.

„სამინსიტრო აქტიურად მუშაობს საშუალოვადიან სტრატეგიაზე, რომელიც მიზნად ისახავს თივთმმართველობების გაძლიერებას, სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის მათი უფლებამოსილების გაზრდა და მეტი რესურსები მუნიციპალიტეტებში, როგორც ფინანსური, ასევე ქონებრივი კუთხით“, – ამბობს რეგიონული განვითარების სამინისტროში რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა როსებაშვილი.

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ქართულმა მხარემ ხელი 2014 წელს მოაწერა, ევროპული სტანდარტების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს. შეთანხმების ხელმოწერით, საქართველო იღებს ვალდებულებას, გაამყაროს კანონის უზენაესობა, გააგრძელოს მართლმსაჯულების რეფორმა, განამტკიცოს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემა და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები.

ძლიერი თვითმმართველობა – ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებები

წინამდებარე მასალა მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას გადაცემის შინაარსობრივ სისწორეზე.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კვირის აქცენტი: რას გვავალდებულებს ასოცირების ხელშეკრულება თვითმმართველობების კუთხით [Video]
კვირის აქცენტი: რას გვავალდებულებს ასოცირების ხელშეკრულება თვითმმართველობების კუთხით [სომხურენოვანი]
გამოკითხვა: როგორ ესმით თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობა მოქალაქეებს [Video]
კვირის აქცენტი: თემის ჩართულობა თვითმმართველობის მუშაობაში [Video]
'საქართველოს რკინიგზის' წარმომადგენლებმა ბრიუსელში ანგარიში წარადგინეს[R]
ახალციხეში ასოცირების ხელშეკრულების შესახებ იმსჯელეს
ღია მმართველობის პრინციპები – NDI-ს ორგანიზებით ახალციხეში შეხვედრა გაიმართა