FM97.5 / LIVE

რა ღირს სანტას გამოძახება ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.12.2017
31 დეკემბრის ღამეს, ახალციხეში, თქვენი პატარებისთვის, სანტა კლაუსის გამოძახება შეგეძლებათ. პატარებისთვის ჯადოსნური ღამის მოწყობა, ცხადია თქვენი საჩუქრით, 20–დან 40 ლარამდე დაგიჯდებათ.

რა ღირს სანტას გამოძახება ახალციხეში

„თოვლის ბაბუ კლაუსი“ – ასე ჰქვია სანტა კლაუსის გამოძახების ერთ–ერთ სერვისს, რომლის იდეა ახალგაზრდა ცოლ–ქმარს გაუჩნდა. ნათია ამბობს, რომ იდეა სოციალურ ქსელში, ერთ–ერთი ვიდეოს ნახვის შემდეგ დაებადა.

„თოვლის ბაბუ კლაუსის“ სერვისი 31 დეკემბერს, 1 იანვარსა და 14 იანვარს საღამოს 8:00 საათიდან 00:00 საათამდე იმუშავებს. სანტას გამოძახება 20 ლარი იქნება.

ნათია ამბობს, რომ თუ ოჯახს სანტასთან ერთად ფიფქიას გამოძახებაც ენდომება, მაშინ ფასი 40 ლარი იქნება.

„თოვლის ბაბუ კლაუსის“ სერვისში მინი პროგრამაც შედის.

„ოჯახში მოსვლისას „თოვლის ბაბუ კლაუსი“ თქვენს პატარებს ეტყვის გამოცანებს, ათქმევინეს ლექსებს და ამღერებს“, – ამბობს ნათია.
„თოვლის ბაბუ კლაუსის“ გამოსაძახებლად შემდეგ ნომერზე უნდა დარეკოთ: 568 77 99 50

თოვლის ბაბუის გამოძახების კიდევ ერთი სერვისი იური სუდაძეს აქვს. ამბობს, რომ სერვისი 31 დეკემბერს 21:00 საათიდან 03:00 საათამდე იმუშავებს. ამ სერვისით სარგებლობა 30 ლარია.

„ოჯახში მისვლისას მივესალმები ოჯახის ყველა წევრს, დავლოცავ, ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს, შემდეგ პატარას გადავცემ საჩუქარს“, – ამბობს იური.

მისი საკონტაქტო ნომერია: 592 31 41 92

ორივე სერვისი პატარისათვის გადასაცემი საჩუქრის მიწოდებას წინასწარ ითხოვს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თოვლის ბაბუ, ჯამბაზები და ტკბილეული – საახალწლო ღონისძიება ბორჯომში [ფოტო]
რა ღირს თოვლის ბაბუას მომსახურება ახალციხეში
შენც შეგიძლია გახდე თოვლის ბაბუა ერთი დღით!
სანტა კლაუსის შეხვედრა ახალციხელ პატარებთან ®
მერიის თანამშრომლები თოვლის ბაბუის როლში
ლაპლანდიელი სანტა კლაუსი ახალციხეში
თოვლის ბაბუები პატარებს ტკბილეულს ურიგებენ  ®