FM97.5 / LIVE

შენც შეგიძლია გახდე თოვლის ბაბუა ერთი დღით!

მთავარისაზოგადოება 21.12.2013
ახალციხის არასამთავრობო სექტორის, მედიის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და უნივერსიტეტის სტუდენტების ძალისხმევით, ახალციხის მე-7 საჯარო სკოლის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს საახალწლო სურვილები აუხდათ.

შენც შეგიძლია გახდე თოვლის ბაბუა ერთი დღით!

"თოვლის ბაბუ, მენატრები ძალიან. მე კარგად ვიქცევი და გთხოვ საჩუქარი მომიტანო. ძალიან მინდა ფანარი, მატარებელი და თვითმფრინავი. გკოცნი“. „თოვლის ბაბუ, გეხვეწები მაჩუქე სათამაშო პიანინო“. „სანტა, ჩემი ოცნებაა ველოსიპედი, მაჩუქებ?“ „თოვლის პაპა, როგორ ხარ, ძალიან მომენატრე. საჩუქრად მინდა ტელეფონი, მართალი. შენი გოგო ასმათი“. "თოვლის ბაბუ, მე ძალიან კარგად ვიქცოდი და მინდა რომ მომიტანო პულტიანი მანქანა, მომიტან?“, - ეს ნაწილია იმ წერილებიდან, რომელიც მე-7 სკოლის მოსწავლეებმა თოვლის ბაბუას სახელზე დაწერეს.

შენც შეგიძლია გახდე თოვლის ბაბუა ერთი დღით!სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 27 მოსწავლე სწავლობს. კითხვა - „მომიტან?“ - არაერთ წერილში შეგვხვდა... აქედან გაჩნდა იდეაც, ამ სკოლის მოსწავლეებისთვის ერთი დღით თოვლის ბაბუას როლი მოგვერგო.

შენც შეგიძლია გახდე თოვლის ბაბუა ერთი დღით!
აქციაში, რომლის ავტორი და ორგანიზატორი „სამხრეთის კარიბჭე“ იყო, ახალციხის არასამთავრობო ორგანიზაციები: დემოკრატ მესხთა კავშირი, ასოციაცია „ტოლერანტი“, ახალციხის სასოფლო-საკონსულტაციო სამსახური, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი, ასევე: ადგილობრივი ტელეკომპანია „მე-9 არხი“, ახალციხის საგანმანათლებლო რესურცენტრი, ახალციხის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე, მოქალაქეები: ნინო ლომიძე და ნანა ზუბაშვილი საკუთარი სურვილით ჩაერთვნენ.

შენც შეგიძლია გახდე თოვლის ბაბუა ერთი დღით!
ერთობლივად შეგროვებული სახსრებით, ორგანიზაციების თანამშრომლებმა პატარებს ყველა ის სურვილი აუსრულეს, რაც მათ წერილებში ეწერა. მოსწავლეებმა მადლიერება საჩვენებელი ინტეგრირებული გაკვეთილი-ზეიმით გამოხატეს, სადაც ყველა იმ უნარის და ცოდნის წარმოჩენას შეეცადნენ, რაც მათ სკოლაშ მიიღეს.

შენც შეგიძლია გახდე თოვლის ბაბუა ერთი დღით!20 დეკემბერს, მეშვიდე სკოლის მოსწავლეებმა ირწმუნეს, რომ თოვლის ბაბუა არსებობს. ამისთვის სულ ცოტა რამ აღმოჩნდა საკმარისი: იდეა, მისი ორგანიზებისა და თანადგომის მზაობა და სულ ცოტა ფინანსები...

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]

იხილეთ ფოტორეპორტაჟი მე-7 სკოლიდან.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ღირს თოვლის ბაბუას მომსახურება ახალციხეში
'თოვლის ბაბუა' სტუმრად რადიოს ეთერში [Audio]
თოვლის ბაბუ, ჯამბაზები და ტკბილეული – საახალწლო ღონისძიება ბორჯომში [ფოტო]
რა ღირს სანტას გამოძახება ახალციხეში
'თოვლის ბაბუამ მინდა რომ მომიტანოს...' – ბავშვების საახალწლო სურვილები [Video]
რას სთხოვენ პატარები 'თოვლის ბაბუას' [Video]
თოვლის ბაბუები პატარებს ტკბილეულს ურიგებენ  ®