FM97.5 / LIVE

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ახალციხეში პედაგოგებს შეხვდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 16.12.2017
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა დღეს, 16 დეკემბერს ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის სკოლების პედაგოგებს შეხვდა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ახალციხეში პედაგოგებს შეხვდა
ლადო აფხაზავას შეხვედრა პედაგოგებთან, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო. ეროვნული ჯილდოს მფლობელმა მასწავლებლებს, კონკურსის შესახებ ესაუბრა და მასში ჩართვისაკენ მოუწოდა–„ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანი, პედაგოგების გაცნობა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება იყო. მინდა თითოეულ მათგანს ვუთხრა რომ აუცილებლად გააგზავნონ, მომავალ წელს კონკურსზე აპლიკაციები, რადგან ეს ნიშნავს რომ ჩვენ, ჩვენი პროფესიის პოპულარიზაციას ვუწყობთ ხელს.“

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა კოლეგებს, საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა და იმ პროექტებზე ესაუბრა, რაც სამოქალაქო განათლების კუთხით მოსწავლეებთან ერთად განახორციელა. მისი თქმით, ყველა მასწავლებელი უნდა ეცადოს, მოსწავლეებს ის, უნარ–ჩვევები ჩამოუყალიბოს, რაც მათ ცხოვრებაში გამოადგებათ.

„მოსწავლეები სამომავლოდ, ბევრი გამოწვევების წინაშე დგებიან, ამიტომ მე ვცდილობ მოვამზადო ისინი მომავლისთვის, ჰქონდეთ ის უნარჩვევები, რაც საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის აუცილებელია,“–განაცხადა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ.

პედაგოგებთან შეხვედრა, სამცხე–ჯავახეთის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.

„შეხვედრის ჩატარების მიზანი იყო, ლადო აფხაზავას პეტაგოგებისთვის ეთქვა თუ რა მიღწევებისთვის მიიღო მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რათა მათაც გაუჩნდეთ მოტივაცია მომავალ წელს ჩაერთვნენ ამ კონკურსში“,–გვითხრა სამცხე–ჯავახეთის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ნადირაძემ.

დღევანდელ შეხვედრას, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. იგი არის გლობალური კამპანიის The Global Teacher Prize ნაწილი და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და პროფესიის პოპულარიზაციას.

ჯილდოს გამარჯვებული შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინდა: მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა; სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება; ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება; საზოგადოებერივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა; პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ახალციხეში პედაგოგებს შეხვდა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რეგიონული ფორუმი  ახალციხეში
სამცხე–ჯავახეთში სამმა პედაგოგმა წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო  მიიღო
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი სამცხე–ჯავახეთში ®
16 დეკემბერს გაიმართება შეხვედრა ლადო აფხაზავასთან  – ანონსი
ფულადი ჯილდოს მიღების სურვილი 6000-მდე პედაგოგმა გამოთქვა
ახალციხეში არასრულწოლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე იმსჯელეს
სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია