FM97.5 / LIVE

კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 05.12.2017
ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულების სალომე თათოშვილისა და დავით ხუციშვილის გუნდმა „ყველგან ყოველთვის“, კოსმოსურ ჰაკათონში გაიმარჯვა.

კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

კოსმოსური ჰაკათონის მთავარი თემა მარსის კოლონიზაცია იყო.

სალომე თათოშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია, ხოლო დავითი სანდ-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიის ფაკულტეტზე სწავლობს.

„ჩვენს სისტემას ქვია ციანოცირკულაცია. ციანობაქტერიებს ვიყენებთ იმისათვის, რომ წარმოვქმნათ ჟანგბადი მარსზე. ამ ბაქტერიებს სჭირდებათ ოპტიმალური პირობები, რაც ჩვენი სისტემის საშუალებით შევუქმენით. ამ მექანიზმით საცხოვრებელ გარემოში ჟანგბადი შეაღწევს. მარსზე ყველა მაცხოვრებლის ხელზე იქნება ე.წ საათის მსგავსი მოწყობილობა, რომელიც ზომავს ჟანგბადს ადამიანის ორგანიზმში, ასევე ტემპერატურასა და ტენიანობას ჰაერში“, – გვიხსნის სალომე თათოშვილი.

მისი თქმით, ის მექანიზმი, რომელიც მეგობართან ერთად შექმნა, მარსზე დასახლებისთვის აუცილებელი პირობაა.

კოსმოსური ჰაკათონი თბილისში 3 დეკემბერს დასრულდა. ამ დღესვე დააჯილდოვეს გამარჯვებული მონაწილეებიც.

გამარჯვებული გუნდი ნიდერლანდებში მიემგზავრება, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მუზეუმის, Space Expo-ს სანახავად. მეორე და მესამე ადგილის მფლობელები საჩუქრად მიიღებენ ტექნიკის ვაუჩერებს.

ჰაკათონში მონაწილეობა ნებისმიერ 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდას შეეძლო. მთავარი მიზანი კი კოსმოსთან დაკავშირებული ახალი იდეების და მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისება იყო.

კოსმოსური ჰაკათონის ორგანიზატორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ
საფეხური:კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალგაზრდები  [Audio]
18 და 19 ოქტომბერს აბასთუმნის ობსერვატორია ჰაკათონს უმასპინძლებს
'ჰაკათონის' მონაწილე გუნდი ახალციხიდან 'ენერგო–პრო ჯორჯიას'ფავორიტი გახდა
თაობა მაXიმუმი: გოგონები ინოვაციური იდეებით  [Video]
ესეების კონკურსში  ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს
სან დიეგოს უნივერსიტეტის სემინარი ახალციხეში