FM97.5 / LIVE

ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.11.2017
ინტერნიუსი-საქართველო, ინტერნიუს ნეტვორქთან ერთად იწვევს ჟურნალისტებს, ბლოგერებს, ვებ-დეველოპერებს და ვებ-დიზაინერებს მედია ჰაკატონში მონაწილეობის მისაღებად.

ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”
ჰაკატონის თემაა “ინოვაცია ონლაინ მედიაში”. ღონისძიება, რომელიც პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში გაიმართება, მიზნად ისახავს ახალი ონლაინმედიისთვის ახალი ტექნოლოგიური რესურსების და აპლიკაციების შემუშავებას.

სამი საუკეთესო საპროექტო იდეა დაფინანსდება 4,500 აშშ დოლარის ოდენობის გრანტით და განხორციელდება.

სამდღიანი მედია ჰაკატონი 2017 წლის 22-24 დეკემბერს გაიმართება. ჰაკატონში მონაწილეობას მიიღებენ გუნდები, რომლებიც საინფორმაციო მედიასაშუალებებს, სტარტაპებს და საინიციატივო ჯგუფებს წარმოადგენენ და გააჩნიათ საინტერესო და ინოვაციური იდეა ონლაინმედიის გასაუმჯობესებლად (თხრობის ახალი მეთოდები, აუდიტორიასთან ინტერაქცია, მონეტიზაცია).

გუნდი შეიძლება შედგებოდეს ორი ან სამი მონაწილისგან (ჟურნალისტი, დეველოპერი ან/და ვებ დიზაინერი). გუნდები მონაწილეობას მიიღებენ გამოცდილი ქართველი და უცხოელი ექსპერტების ტრენინგსესიებში, მათი დახმარებით გააუმჯობესებენ საპროექტო იდეებს და საკონკურსო ჟიურის წარუდგენენ გრანტის მოსაპოვებლად.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 11 დეკემბერი, 2017, 18:00. განაცხადის შევსება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე https://goo.gl/yvXFjH . განაცხადს, გუნდის სახელით, ავსებს მისი ერთ-ერთი წევრი.

პროექტი “დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ მიზნად ისახავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას და მედიაწიგნიერების ხელშეწყობას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მაია მიქაშავიძეს, პროექტის დირექტორს (ტელ: +995 32 2923396/97, მობ: 599 589 704, ელ.ფოსტა: maia.mikashavidze@gmail.com) ან შორენა ქოჩიაშვილს, პროექტის კოორდინატორს (ტელ: +995 32 2923396/97, მობ: 598 404 401, ელ.ფოსტა: shorena@internews.ge)


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'სამხრეთის კარიბჭეს' გუნდი უკრაინაში, მედიაინოვაციების ლაბორატორიაში მიიღებს მონაწილეობას
ჭეშმარიტება ღვინოშია [Photo/Video]
ცხოვრება საზღვარზე [Video]
ოლიგარქიის ფუფუნება სიღარიბის ჭაობში [Video]
ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს
'რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში' მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია იწყება
ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქში სოფლის განვითარების პროექტი იწყება