FM97.5 / LIVE

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 17–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მთავარისიახლე, სამართალი 11.10.2017
ასპინძაში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 17–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალციხის რაიონულ სასამართლოში სხდომა დღეს, 11 ოქტომბერს, 14:00 საათზე დაიწყო. მას შემდეგ, რაც მხარეებმა დასკვნითი სიტყვები და რეპლიკები თქვეს, მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი განაჩენის გამოსატანად გავიდა.

ერთსაათიანი თათბირის შემდეგ, მოსამართლემ ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მ.ზ–ს 17 წლით პატიმრობა შეეფარდა, მისთვის სასჯელის ვადისათვლა დაკავების დღიდან, 2017 წლის 9 აპრილიდან დაიწყო.

დასკვნითი სიტყვის ნაწილში, მსჯავრდებულის ადვოკატმა, იმ ეპიზოდში, სადაც ბრალდება მ.ზ–ს 64 წლის მამაკაცის ნაჯახით მკვლელობის მცდელობას ედავებოდა, გადაკვალიფიცირება და მუხლის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებით შეცვლა მოითხოვა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მიზეზად კი დაზარალებულის ჩვენება და ამ ჩვენების უდაოდ ცნობა დაასახელა. საუბარია ჩვენებაზე, რომელშიც ნ.ზ აცხადებს, რომ მსჯავრდებული მოკვლას უპირებდა და ნაჯახს ურტყამდა.

მსჯავრდებულის ადვოკატი ირმა ენდელაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას მკვლელობის ნაწილში ეთანხმება, თუმცა მკვლელობის მცდელობის ნაწილში სადაც, მოსამართლემ მუხლი არ გადააკვალიფიცირა, არ ეთანხმება და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

დღეს, სასამართლო სხდომას, მხოლოდ მსჯავრდებულის მამა ესწრებოდა.

„მოსამართლის გადაწყვეტილება უსამართლოდ მიმაჩნია, მეგონა მეტი შეღავათები იქნებოდა“, – გვითხრა პროცესის დასრულების შემდეგ მ.ზ–ს მამამ.

განაჩენთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია საქმის პროკურორს მამუკა ქომოშვილს.

შეგახსენებთ, რომ დაბა ასპინძაში მკვლელობა მიმდინარე წლის 8 აპრილს მოხდა. ქმარმა 27 წლის ცოლს დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი, – 3 და 6 წლის შვილი დარჩა.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცოლის მკვლელობაში მსჯავრდებულის განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
24  წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს 9–წლიანი  პატიმრობა მიესაჯა
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო გადაიდო
ცოლის მკველელობაში ბრალდებულის სასამართლო ისევ გადაიდო
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთს დღეს შეუფარდებენ
ნინოწმინდაში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს, პატიმრობა შეეფარდა