FM97.5 / LIVE

რას ფიქრობენ ახალციხის მერობის კანდიდატები თემისა და ქალაქის გაერთიანებაზე [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 02.10.2017
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ახალციხის მერობა ექვს კანდიდატს სურს. ერთ მათგანთან, პარტიის „ერთობა – ახალი საქართველოს“ კანდიდატთან, არზუმან ზოროღლიანთან, მედია დაკავშირებას ვერ ახერხებს, დანრჩენი ხუთი კანდიდატიდან, ოთხი კი ფიქრობს, რომ ახალციხის, როგორც თვითმმართველი ქალაქის გაუქმებით ხელისუფლებამ არასწორი ნაბიჯი გადადგა.

რას ფიქრობენ ახალციხის მერობის კანდიდატები თემისა და ქალაქის გაერთიანებაზე [Video]

ახალციხის მერობის ხუთ კანდიდატს: ზაზა მელიქიძეს – „ქართული ოცნებიდან“, ვაჟა ჩიტაშვილს – „ევროპული საქართველოდან“, ირაკლი ბარძიმაძეს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ჯუმბერ ინასარიძე ს – „პატრიოტთა ალიანსიდან“ და ჯიმშერ გოგოლაურს – პარტიიდან „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“, პარასკევს, 29 სექტემბერს, „სამხრეთის კარიბჭემ“ გადაცემა „კვირის აქცენტში“ უმასპინძლა.

ხუთი კანდიდატიდან ოთხმა, კითხვაზე, უნდა გაერთიანებულიყო თუ არა თემი და ქალაქი, განაცხადა, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მათგანი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია.

მათგან ერთი, ვაჟა ჩიტაშვილი, „ევროპული საქართველოდან“ , ამ ნაბიჯს არასწორად მხოლოდ გაყოფის დროს ტყუილად გაწეული ფინანსური ხარჯების გამო აფასებს. იგი ფიქრობს, რომ სწორი მმართველობის პირობებში თემისა და ქალაქის განვითარება გაერთიანების შემთხვევაშიც შესაძლებელია, თუმცა, დამოუკიდებლად არსებობა გაცილებით მეტ შანსს მისცემდა თითოეულ მუნიციპალიტეტს.

„შენობა – ნაგებობების რემონტი, გაყოფა ამ ორი სუბიექტის... აქედან გამომდინარე, არ იყო მართებული, რომ ეს ასე დასრულებულიყო.მაგრამ, ახლა, როდესაც ეს ყველაფერი შესრულებულია და ისევ ვუბრუნდებით საწყისს, არც ეს მიმაჩნია სწორედ, იმიტომ, რომ ხარჯი ყველაფერი გაწეულია და ექსპერიმენტებში ფულის გადაყრის ფუფუნება არ გვაქვს“, – განაცხადა გადაცემაში ვაჟა ჩიტაშვილმა.

თავის დროზე თემისა და ქალაქის გაერთიანება მართებულ ნაბიჯად შეაფასა მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა ზაზა მელიქიძემაც. მისი თქმით, გაყოფას ქონების გამიჯვნა, შენობა–ნაგებობების და მიწების რეგისტრაცია მოჰყვა, რამაც გადასახადების საკითხი მოაწესრიგა და ბიუჯეტის შემოსავლები გაზარდა. გაზრდილმა ბიუჯეტმა კი ქალაქსაც და თემსაც სასიკეთო ცვლილებები მოუტანა. ზაზა მელიქიძე, რომელიც ახალციხის მოქმედი გამგებელია, და ის ახალციხის თემის, როგორც ცალკე მუნიციპალიტეტის პირველი გამგებელია, ამბობს, რომ ქალაქი და თემი განვითარების ტემპს არც გაერთიანების შემდეგ შეწყვეტს: „მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ბიუჯეტების შემცრება არ მოხდება, როგორც ადგილობრივი შემოსავლების, ისევე ცენტრალური ბიუჯეტიდან და რეგფონდებიდან გამოყოფილი თანხები, რაც გამოიყოფოდა ორივე მუნიციპალიტეტისთვის, ეს გაერთიანდება და იქნება ერთი, მთლიანი ბიუჯეტი, ეს იქნება 25 მლნ–ზე მეტი და ასეთი ბიუჯეტი რეგიონში არცერთ მუნიციპალიტეტს არ ექნება“.



მელიქიძის ეს მტკიცება უკვირს „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ჯუმბერ ინასარიძეს, რომელიც ფიქრობს, ყველაზე რეალური თვითმმართველობა შევარდნაძის დროს იყო: „ვგულისხმობ იმას, რომ ყველა სოფელს ჰქონდა თავისი საბჭო, ჰყავდა საბჭოს თავმჯდომარე და ეს საბჭო მართავდა სოფელს.“ მას კითხვის ნიშნებს უჩენს მელიქიძის მტკიცებაც იმის თაობაზე, რომ ბიუჯეტი არ მცირდება: „გამოდიან პარტიის ლიდერები და ამბობენ, რომ ხარჯები უნდა შევამციროთ, საჭირო არ არის ერთიც და მეორეცო. ეს ამბობს, რომ იგივე ბიუჯეტი იქნება. ვერ გავიგე რა ხდება. გჯერათ რომ ხარჯებს ამცირებენ?! თვითონ ამბობს არ ვამცირებთო“.

ოთხი ოპოზიციონერი კანდიდატიდან ორი: ირაკლი ბარძიმაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და ჯიმშერ გოგოლაური, პარტიიდან „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“, მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება არჩევნების წაგების შიშით მიიღო.

„შეხედეს, რომ უკეთესად არჩევნების ჩატარება არ შეუძლიათ, აგებენ და ამიტომ გააერთიანეს, სხვა არაფერი“, – ამბობს ირაკლი ბარძიმაძე, რომელსაც უკვირს მთავრობის სლოგანი „ძლიერი თვითმმართველობა– ძლიერი საქართველო“ მაშინ, როდესაც ამავე გუნდმა, 7 ქალაქს, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მოუხსნა. მისივე შეფაასებით, თავის დროზე, თემისა და ქალაქის გაყოფა, „ქართული ოცნების“ ერთადერთი სწორი მიდგომა იყო, რომელიც სამწუხაროდ აღარ გააგრძელეს.

„თავი და ბოლო არის ის, რომ იმ შვიდ ქალაქში, რომელიც გაერთიანდა, შარშან წააგეს არჩევნები. კარგია სავარძელი და ხელისუფლება, იფიქრეს, იფიქრეს, მეტი ვერაფერი მოიფიქრეს, ძალიან გაუჭირდებოდათ ამ 14 ქალაქში და მუნიციპალიტეტში თავიანთი კანდიდატის გაყვანა და გააერთიანეს“, – ამბობს ჯიმშერ გოგოლაური და ამ პროცესების მოქალაქეების გვერდის ავლით წარმართვაზე აკეთებს აქცენტს, – „ვის შეეკითხნენ?! ჯერ ერთი, როდესაც ყოფდნენ, მაშინ გვკითხეს? არა! როდესაც გადაწყვიტეს, რომ გააერთიანებინათ, მაშინ რამე გვკითხეს? არა!“



განსხვავებით მმართველი გუნდის კანდიდატისგან, ოპოზიციონერი კადიდატები ფიქრობენ, რომ ხარჯების დასაზოგად ერთადერთი სწორი გზა თვითმმარველობებში გაბერილი შტატების შემცირება და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იქნებოდა.

„მე მიმუშავია ახალციხის გამგეობაში, როცა ერთად იყო ქალაქიც და რაიონიც და სულ ვიყავით 56 კაცი, ვყოფნიდით ქალაქსაც და რაიონსაც. ახლა მე მგონი ქალაქსაც და თემსაც შტატში 300–ზე მეტი ადამიანი ჰყავს. შეემცირებინათ შტატები და შემცირდებოდა ხარჯები“, – ამბობს ჯუმბერ ინასარიძე.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არჩევნების შედეგები – ახალციხე [სრული]
ირაკლი ბარძიმაძე: ‘თემისა და ქალაქის გაერთიანება დამღუპველია’
რა ბედი ელის თემს და ქალაქს გაერთიანების შემთხვევაში
ვაჟა ჩიტაშვილი: „თემის და ქალაქის გაერთიანება დადებითად მიმაჩნია“
ცესკოს მონაცემებით ახალციხეში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს
კვირის აქცენტი: ახალციხის მერობის კანდიდატები [Video]
ახალციხის მერობის კანდიდატები მიღებულ შედეგებს აფასებენ