FM97.5 / LIVE

„ქართული ოცნება“ ხვალ სამცხე–ჯავახეთში მერობის კანდიდატებს წარადგენს

მთავარისიახლე, არჩევნები 27.09.2017
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ, 28 სექტემბერს სამცხე–ჯავახეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს წარადგენს.

„ქართული ოცნება“ ხვალ სამცხე–ჯავახეთში მერობის კანდიდატებს წარადგენს
როგორც პარტიაში ამბობენ, მერობის კანდიდატების წარდგენა ახალციხეში, თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამოს 20:00 საათზე გაიმართება.

ვიდრე პრემიერ–მინისტრი მხარდამჭერებს, ექვსი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს წარუდგენს, ღონისძიება ერთი საათით ადრე, ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიწყება.

„ყველა რეგიონში ჩვენი კანდიდატების წარდგენის წინ კონცერტი იმართება და ახალციხეშიც ასე იქნება“–განმარტავენ „ქართულ ოცნებაში“.

კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას ანრი ჯოხაძე, ნუცა ბუზალაძე, სოფო ხალვაში, სოფო ბედია და ნოდიკო ტატიშვილი მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები არიან: ახალციხეში ზაზა მელიქიძე, ადიგენში ზაქარია ენდელაძე, ასპინძაში როსტომ მაგრაქველიძე, ბორჯომში ლევან ლიპარტია, ახალქალაქში იურიკ უნანიანი და ნინოწმინდაში ანივარდ მოსონიანი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ არიან „ოცნების“ მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
'ქართული ოცნების' კანდიდატების წარდგენამდე ახალციხეში კონცერტი იმართება [Photo]
პრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში მერობის კანდიდატები წარადგინა [R]
ლევან ლიპარტია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბორჯომი  წარმატებულ ქალაქად ვაქციოთ [R]
ზაზა მელიქიძე: საზოგადოებასთან ერთად, იმ პროექტებს განვახორციელებ, რომლის საჭიროებაც დღეს ახალციხეშია [R]
'ქართული ოცნება' ასპინძაში კანდიდატებს წარადგენს
”ქართული ოცნება” მერობის და გამგებლების კანდიდატებს ივლის-აგვისტოში წარადგენს