FM97.5 / LIVE

26 სექტემბრის მდგომარეობით, სამცხე–ჯავახეთში ხანძრის სამი კერა რჩება

მთავარისიახლე, შემთხვევა 26.09.2017
ავიაცია და მეხანძრე–მაშველები, დამატებით ძალასთან ერთად, სამცხე–ჯავახეთში ისევ ებრძვიან ხანძრის სამ კერას. აქედან, ორ კერაზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ერთზე კი ლოკალიზება ისევ ვერ ხერხდება.

26 სექტემბრის მდგომარეობით, სამცხე–ჯავახეთში ხანძრის სამი კერა რჩება

მეოთხე დღეა ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება ასპინძა–ბორჯომის მონაკვეთზე, კოდიანის ტყეში. სამაშვებლო ოპერაციაში, დღეს, 26 სექტემბერს, დილიდან, ორი: თურქული და აზერბაიჯანული ვერტმფრენი და შსს–ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 150 თანამშრომელი ჩაერთო. ადგილზე სულ 200–ზე მეტი ცოცხალი ძალა მუშაობს, მძიმე ტექნიკის მიყვანა კი, მიუვალი ადგილის გამო, ისევ ვერ ხერხდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბოლო ინფორმაციით, ბორჯომში, წაღვერის ტყეში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კერების დამუშავებას სახანძრო ტექნიკა ადგილზე ახდენს, რადგან მისასვლელი გზები უკვე გაჭრილია. უწყებაში განმარტავენ, რომ სალიკვიდაციო სამუშაოების სწრაფად დასრულებისათვის ქართული და თურქული ვერტმფრენებიც არიან ჩართულნი.

ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ადიგენში, ღაღვის ტყეშიც. მიუვალი ადგილის გამო, გზის გაჭრა აქაც გახდა საჭირო. ამ დროისათვის ადგილზე ტექნიკასთან ერთად, ცოცხალი ძალა ალტერნატიული ცეცხლმაქრებით მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ცეცხლის ქრობის სამუშაოები წაღვერისა და ღაღვის ტყეში უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს, ხოლო კოდიანის ტყეში მეხუთე.

[ლუბა გიორგაძე, ბოორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხანძრის ერთი კერა სამცხე–ჯავახეთში–27 სექტემბერი
ღაღვის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო
კოდიანის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში ავიაცია ჩაერთო
ხანძრის სამი კერა სამცხე–ჯავახეთში – 25 სექტემბერი
სვირის ტყეში ცეცხლის ღია კერები აღარ არის
საგანგებო: წაღვერში კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
კოდიანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია