FM97.5 / LIVE

აშშ–ს საელჩოს შეთავაზება მედია, არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს

მთავარისაზოგადოება 18.12.2015
აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროგრამების კოორდინატორებმა ახალციხეში და ახალქალქში მოქმედ საგანმანათლებლო, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

აშშ–ს  საელჩოს შეთავაზება მედია, არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს
შეხვედრა დღეს, 18 დეკემბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

"გვინდა, რომ ამერიკის მთავრობის გაცვლითი საგანმანათლებლო თუ საგრანტო პროგრამები გაგაცნოთ. სხვადასხვა მიმართულებებზე ვმუშაობთ და შესაბამისად ვხვდებით პოტენციურ წარმომადგენლებს სხვადასხვა სფეროებში“ , – ამბობს პროგრამის კოორდინატორი ნინო გაგუა.

მსგავსი შეხვედრა, გუშინ, 17 დეკემბერს ახალქალაქშიც გაიმართა.

„ახალქალაქშიც და ახალციხეშიც კარგად იცნობენ ჩვენს პროგრამებს. მონაწილეები არიან სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდები, რომლებიც უკვე გაემგზავრნენ ამერიკაში სასწავლებლად“, –ამბობს ნინო გაგუა.

აშშ-ის საელჩომ უკვე გამოაცხადა დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამა. გრანტები გაიცემა შემდეგი მიმართულებით: სამოქალაქო ჩართულობა, საარჩევნო სისტემების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა და მასმედიის განვითარება.

ადგილობრივი არასამთავრობო როგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით სამცხე–ჯავახეთში და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უფრო მეტი გრანტები უნდა გაიცეს.

"ამერიკის საელჩოს საქმიანობის შესახებ ხალხმა მეტი უნდა იცოდეს.მოსახლეობაში ამერიკის მიმართ რატომღაც არის უარყოფითი დამოკიდებულება, თითქოს ქართველობას და ეროვნულობას გვართმევენ და სინამდვილეში ძალიან ბევრ კარგ და სასიკეთო საქმეს აკეთებენ. ვფიქრობ, ეს უფრო მეტად უნდა შუქდებოდეს“, – ამბობს "მერსი ქორფსის" "მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის" გენდერისა და მმართველობის კონსულტანტი ნინო რუხაძე.

შეგახსენებთ, რომ დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, ელჩის მოადგილისა და განყოფილების ხელმძღვანელის თავმჯდომარეობით. კომისია გასცემს გრანტებს მაქსიმუმ 24,000 აშშ დოლარის ოდენობით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ინგლისურ-ქართული და ინგლისურ-რუსული განაცხადის ფორმები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ საელჩოს ვებ გვერდიდან: http://georgia.usembassy.gov/resources/demcom.html

კონსულტაციისათვის დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორებს:
სოფიო გეგეჭკორს ტელ.: 2-277-601, gegechkoris@state.gov
ნინო გაგუას ტელ.: 2-277-628 gaguan@state.gov

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აშშ–ს საელჩო მცირე გრანტების კონკურსს აცხადებს
ახალციხის არასამთავრობოებს აშშ–ს საგრანტო კონკურსს გააცნობენ
აშშ-ს საელჩოს 2014 წლის საგრანტო კონკურსი
აშშ-ის საელჩომ მცირე გრანტების პროგრამის კონკურსი გამოაცხადა
ვის შეუძლია ამერიკის საელჩოს მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობა
შემაჯამებელი ღონისძიება ინგლისური ენის შემსწავლელთათვის
კვირის აქცენტი: ნაადრევი ქორწინება [Video]