FM97.5 / LIVE

‘არ ვიცი რატომ ჩავარტყი დანა, ახლაც მიყვარს’ – ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენებიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 19.09.2017
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა, მისსავე სურვილით, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ ცოლის მკვლელობამდე ცოლის დებმა მიიყვანეს. მისი ჩვენება ცოლის ადევნებისა და მასზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს შეიცავდა.

‘არ ვიცი რატომ  ჩავარტყი დანა, ახლაც მიყვარს’ – ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენებიდან

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო სხდომა დღეს, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიყო. სხდომის დასაწყისში მხარეებმა ფსიქიატრიული დასკვნა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, მ.ზ მკვლელობის მომენტში შეურაცხადი არ ყოფილა. შემდეგ კი, ბრალდებულმა, საკუთარი სურვილით სასამართლოს ჩვენება მისცა. ნახევარსაათიან ჩვენებაში ბრალდებულმა მკვლელობის მომენტი გაიხსენა.

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ იმ მამაკაცზე, ვის გამოც ცოლი მოკლა, წლების განმავლობაში ეჭვიანობდა და აღნიშნულის გამო მასთან კონფლიქტიც არაერთხელ მოუვიდა, რამდენჯერმე დაშორდნენ კიდეც: „ბავშვი ბაღში რომ მიჰყავადა, გზაზე ხვდებოდა და ელაპარაკებოდა, რამდენჯერმე ჩუმადაც გავყევი, ვეკითხებოდი რა ხდება–მეთქი, მაგრამ არასოდეს არაფერს მეუბნეობდა“.

ბრალდებულმა განაცხადა, რომ მის ცოლს ტელეფონი არ ჰქონდა, ამიტომ, ახალგაზრდა მამაკაცთან დასაკავშირებლად დების ტელეფონით სარგებლობდა: „ტელეფონს აძლევდნენ და არეკინებდნენ, რამდენჯერმე დავუმტვრიე კიდეც, მაგრამ იგივეს აკეთებდნენ. იმდენი გააკეთეს, რომ ამ მდგომარეობამდე მიმიყვანეს და თავიანთი დაც დაღუპეს“.

ბრალდებულის თქმით, პიროვნება, ვისთან კავშირშიც გარდაცვლილ ცოლს სდებს ბრალს, მისი მეგობარი იყო: „როცა შევნიშნე, რომ ჩემი მეუღლის მიმართ გულგრილი არ იყო, ურთიერთობა გავწყვიტე და ოჯახში მოსვლა ავუკრძალე“.

ბრალდებული ირწმუნება, რომ მკვლელობის დღეს მამაკაცი მის მეუღლესთან იმყოფებოდა, თავად ამ დღეს ბორჯომში იყო: „დასაზუსტებლად, რომ ნამდვილად ბორჯომში ვიყავი და სახლში გვიან დავბრუნდებოდი, მეუღლემ არაერთხელ დამირეკა. დაბრუნებულმა, ის პიროვნება შევნიშნე. სახლში, რომ შევედი, ჩემი მეუღლე ჩაცმული იყო, გარეთ გასასვლელად ემზადებოდა, ვკითხე სად მიდიოდა, მაგრამ მომატყუა, არსად მივდივარ, მეძინა და ახლა ავდექიო. აღარაფერი ვუთხარი, ჩხუბი აღარ მინდოდა და დავწექით, მაგრამ, ვერ მოვითმინე და საძინებელი ოთახიდან სამსაზრეულოში გავიყვანე, მინდოდა აეხსნა, იმ პიროვნებას ჩემს სახლში რა უნდოდა. მაშინ მითხრა, შენ ხომ არ შემოგაბერდებიო და იმის გამო რომ კანის დაავადება მაქვს, მუწუკიანი დამიძახა“.

ჩვეების მიხედვით, ბრალდებულმა ამის შემდეგ ცოლს სამზარეულოს დანა დაარტყა, თუმცა, რამდენჯერ ჩაარტყა და რა მდგომარეობაში დატოვა ცოლი, აღარ ახსოვს. ცოლზე ძალადობის შემდეგ, იმ პიროვნების სახლში წავიდა: „მინდოდა ეთქვა რა უნდოდა ჩემს სახლში, რომ მივედი კარი ჩაკეტილი დამხვდა, ამიტომ ავიღე ნაჯახი, რომ ჩამემტვრია, ამასობაში მამამისმა გამოაღო და რაღაცა გადმომარტყა, თან შემაგინა, აქ რა გინდაო, ავდექი და ნაჯახი ჩავარტყი, ბნელოდა და არაფერი დამინახავს, სად მოხვდა, ავდექი და გამოვიქეცი. გზაში პოლიციელები შემხვდნენ, დარბოდნენ, ალბათ მე მეძებდნენ, გავაჩერე და ვუთხარი, რომ ეს სისულელე მე ჩავიდინე.“

მ.ზ ცოლის მკვლელობას აღიარებს, თუმცა ირწმუნება, რომ განზრახული არ ჰქონია: „მართალა არ ვიცი რატომ ავიღე დანა და ჩავარტყი, ახლაც მიყვარს და არ მინდოდა მომკვდარიყო“.

ბრალდებული არ აღიარებს 65 წლის მამაკაცის მკვლელობის მცდელობას. მისი თქმით, მისი ან მისი შვილის მკვლელობა რომ ჰქონოდა განზრახული, შეასრულებდა კიდეც: „ნაჯახი იმიტომ მქონდა, რომ კარები შემემტვრია, მერე იმიტომ დავარტყი, რომ თვითონ ჩამარტყეს და თავს ვიცავდი. მაგათ მკვლელობა რომ მდომებოდა, ხელს ვერავინ შემიშლიდა და მოვკლავდი კიდეც“.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ორი თვის შემდეგ, მხარეებმა ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების საკითხს კიდევ ერთხელ გადახედეს. პროკურორმა კვლავ პატიმრობის შეფარდებაზე იშუამდგომლა, რაც გაიზიარა კიდეც მოსამართლემ.

შემდეგი სასამართლო სხდომა 27 ოქტომბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა. შემდეგ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარე დასკვნით სიტყვებს წაიკითხავენ, რის შემდეგაც მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი განაჩენს გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ დაბა ასპინძაში მკვლელობა 8 აპრილს მოხდა. ქმარმა 27 წლის ცოლს დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი, – 3 და 6 წლის შვილი დარჩა. მკვლელობის ღამეს ორივე მათგანი სახლში იყო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11–108 –ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებულს 16–დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო გადაიდო
ცოლის მკველელობაში ბრალდებულის სასამართლო ისევ გადაიდო
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთს დღეს შეუფარდებენ
ასპინძაში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საპროცესოს გაფორმებას ითხოვს
ასპინძაში ქმარმა ცოლი მოკლა
წინასწარი პატიმრობა ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის