FM97.5 / LIVE

ასპინძაში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საპროცესოს გაფორმებას ითხოვს

მთავარისიახლე, სამართალი 31.07.2017
ასპინძაში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საპროცესოს გაფორმებას და ბრალდებულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი უვადო პატიმრობას მოითხოვენ.

ასპინძაში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საპროცესოს გაფორმებას ითხოვს

დღეს, 31 ივლისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმის განილვა დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა.

პროცესზე პროკურურმა თამარ ზურაბაშვილმა მტკიცებულებათა ნუხა წარმოადგინა, რომელიც ბრალდებულის მხარესაც გადაეცა.

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ მ.ზ–ს ბრალი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში, სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ედება: 11– 108 მუხლით, რომელიც ითვალიწინებს 7–დან 15 წლამდე პატიმრობას, 126 მუხლის 1–ლი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს და ითვალიწინებს ჯარიმას, ან პატიმრობას ვადით 1 წლამდე და 19, 109 მუხლის მესამე ა ქვეპუნქტით, რომელიც ითვალიწნებს პატიმრობას ვადით 16–დან 20 წლამდე.

როგორც პროცესზე მოსამართლე ლუიზა თოდუამ განაცხადა, ბრალის სიმძიმის გამო აღნიშნული საქმე განეკუთვნება ნაფიც მსაჯულთა განსჯად საქმეთა კატეგორიას, თუმცა ნაფიც მსაჯულებზე ბრალდებულმა უარი განაცხადა.

ბრალდებულის ადვოკატი ირმა ენდელაძე საპროცესოს გარომებას ითხოვს: „საპროცესოს გაფორმებას და 11 წლით პატიმრობის შეფარდებას ვითხოვთ. ბრალს აღიარებს და ძალიან ნანობს“.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, რომ დაბა ასპინძაში მკვლელობა 8 აპრილს, ღამით მოხდა. 37 წლის მამაკაცმა 27 წლის ცოლს დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

გარდაცვლილის თ.ბ–ს და მკვლელობის ღამეს იხსენებს და ამბობს, რომ ბრალდებულ მ.ზ–ს უვადო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ.

„მკვლელობის ღამეს მათთან ვიყავი. ღამე მესმოდა მათი საუბარი, თუმცა უცბად მოკლა, 15 ჭრილობა მიაყენა ჩემს დას. ვერ წარმოვიდგენდი თუ მოკლავდა, მიუხედავა იმისა, რომ ბოლო წლებში ყოველდღიურად ემუქრებოდა მოკვლით“, – განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ გარდაცვლილის დამ.

მისივე თქმით, ბრალდებულმა ჯერ მისი და მოკლა შემდეგ კი ფიზიკურად მასაც გაუსწორდა: "უცებ შემოვარდა ჩემთან და ცემა დამიწყო, შემდეგ კი წავიდა ვისზეც ეჭვიანობდა იმის მამა დაჭრა“.

მორიგი სასამართლო პროცესი 14 აგვისტოს 13:00 საათზე ჩაინიშნა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს საპროცესოზე უარი ეთქვა
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო გადაიდო
ცოლის მკველელობაში ბრალდებულის სასამართლო ისევ გადაიდო
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთს დღეს შეუფარდებენ
წინასწარი პატიმრობა ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის
ასპინძაში ქმარმა ცოლი მოკლა