FM97.5 / LIVE

მეუფე თეოდორემ სტიქიის ზონაში პარაკლისი გადაიხადა

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.08.2017
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, დღეს, 29 აგვისტოს, ახალციხეში, სოფელ სვირში, სადაც ტყე იწვის, პარაკლისი გადაიხადა.

მეუფე თეოდორემ სტიქიის ზონაში პარაკლისი გადაიხადა

მეუფე თეოდორე სოფელ სვირში დილიდან მივიდა.

„ჩვენი მონდომება მთავარი, ჩვენ გვინდა გვერდში დავუდგეთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შრომობს ძალიან მძიმე პირობებში. როგორც ჩვენ ვიცით, ძალიან ძნელად მისადგომი ადგილია და რთულ ადგილას არის ხანძარი. თითოეული ჩვენთაგანი, მთელი ეპარქიის სამღვდელოება, ვლოცულობთ, აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალი თანამავალი იყოს თითოეული ჩვენთაგანისა. შეგვეწიოს, და თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, ერი და ბერი, აუცილებლად მოვერევით ამ განსაცდელს, რომელიც ძალიან გახშირდა საქართველოში“, – განაცხადა მეუფე თეოდორემ პარაკლისის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, გუშინ, 28 აგვისტოს, ხანძარი გაჩნდა ახალციხეში, სოფელ სვირის ტყეში. ადგილი მიუვალია, ამიტომ, დღეიდან ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო. სვირში ცეცხლი შერეულ ტყეს უკიდია, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება, ამ ეტაპზე ცეცხლის წიწვოვან ტყეში გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სვირის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
სვირში ხანძარი ლოკალიზებულია, საგანგებო შტაბი მუშაობას აგრძელებს [Photo]
შს მინისტრის თქმით, სვირში ჯარისკაცების ჩართვის საჭიროება არ არსებობს
სვირის ტყეში ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო
სვირის ტყეში ცეცხლის ღია კერები აღარ არის
შს მინისტრი სოფელ სვირში იმყოფება
ახალი ამბები 12:00 საათზე – 29 აგვისტო [Audio]