FM97.5 / LIVE

დღეს სამთავრობო კომისია სტრასბურგის მოსამართლეობის ორ კანდიდატს აირჩევს

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.08.2017
დღეს, 26 აგვისტოს, სპეციალური სამთავრობო კომისია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს აირჩევს.

დღეს სამთავრობო კომისია სტრასბურგის მოსამართლეობის ორ კანდიდატს აირჩევს
ორი მათგანი კომისიამ 8 კანდიდატიდან უნდა ამოარჩიოს, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ ერთ–ერთი კანდიდატი ნინო ბაქაქური შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს. რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი,ამ ეტაპზე უცნობია.

გთავაზობთ კანდიდატების სიას:

ირაკლი ადეიშვილი − შპს „ჯეოსელის“ უფროსი იურისტი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი, სასამართლო მედიატორი, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

თამარ ალანია − თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი.

ნინო ბაქაქური − საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი.

იოსებ ბაჩიაშვილი − სამართლის დოქტორი, მეცნიერი, უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.

კონსტანტინე ვარძელაშვილი − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

კონსტანტინე კორკელია − იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.

ოთარ სიჭინავა − თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

ლალი ფაფიაშვილი − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ მესამედ გამოაცხადა კონკურსი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს კოალიციაში „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ბოიკოტს უცხადებენ. საქართველოს სტრასბურგში წარსადგენი მოსამართლეების შერჩევა კი მესამედ უწევს, ვინაიდან ორჯერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მთავრობას წარდგენილი კანდიდატები დაუწუნა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ
გოჩა ჯეირანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ–ერთ კანდიდატად შეირჩა
სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2”-ის  საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ შეაჩერა
ახალციხელმა სტუდენტებმა იმიტირებული სასამართლო გამართეს
გოჩა ჯეირანაშვილს პარლამენტში რვა ნოემბერს მოუსმენენ
მოსამართლე გია ბერაიამ ახალციხის რაიონული სასამართლო დატოვა
ახალციხის რაიონულ სასამართლოს ახალი მოსამართლე ჰყავს