FM97.5 / LIVE

სოფელ ურაველთან, ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია

მთავარისიახლე, შემთხვევა 25.08.2017
ახალციხეში, სოფელ ურაველთან, მინდორში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრეებმა და ადგილობრივებმა ნახანძრალი ტერიტორია დატოვეს.

სოფელ ურაველთან, ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია

სოფელ ურავლიდან ერთ კილომეტრში, ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება მეხანძრეებმა დაახლოებით ნახევარი საათის წინ შეძლეს. მათთან ერთად ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ადგილობრივებიც იყვნენ ჩართულნი.

„სრულად ჩავაქრეთ, არცერთი კერა აღარ არის დარჩენილი, ყველა წამოვედით ტერიტორიიდან“,–გვითხრა თემის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გელა ნოზაძემ, რომელიც ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ურავლის მიმდებარედ 1,5 ჰექტარი ფართობი დაიწვა. ადგილზე 4 სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.

შეგახსენებთ, ურაველთან, ხანძარი დღეს, 25 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მინდორში, ბუჩქნარს მოედო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმეზე ძიება სსკ–ს 187–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ურაველთან, ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია
სოფელ ურაველთან, ფერდობზე, ბუჩქნარი იწვის
სოფელ სხილისთან ხანძარი ლიკვიდირებულია
სააგენტო: სოფელ დვირთან  ხანძარი ლიკვიდირებულია
ასპინძაში, მინდორში ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი ტყეს უახლოვდება
სოფელ დაბის ტერიტორიაზე  ცეცხლის ჩაქრობას  მეხანძრეებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ
აბასთუმანში ობსერვატორიასთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია