FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა ახალი ჰესი აშენდეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 10.08.2017
ენერგეტიკის სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მდინარე ფარავანზე ასაშენებელი "აბული ჰესის" ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.

სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა ახალი ჰესი აშენდეს

ინტერესთა გამოხატვა კომპანია "ანადოლუ გრუპ"-ის განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.

"აბული ჰესის" დადგმული სიმძლავრე 22.2 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 119.0 მლნ.კვტ.სთ-ია. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 46,672,000 დოლარს შეადგენს.

გარდა სამცხე–ჯავახეთისა, ჰესების აშენება იგეგმება ქვემო ქართლსა და აჭარაშიც. ასევე, თბილისში, მდინარე მტკვარზე.

ქვემო-ქართლის რეგიონში, მტკვარზე ასაშენებელი "მტკვრის კასკადი 4 ჰესის" ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა შპს "ვმ ელექტრიკი"-ის განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.

"მტკვრის კასკადი 4 ჰესის" დადგმული სიმძლავრე 78.1 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 614.9 მლნ.კვტ.სთ-ია. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 136,675,000 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება აჭარის რეგიონს, მდინარე კინტრიშიზე ასაშენებელი "კოხი ჰესის" ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა სამინისტრომ შპს "სანი ვეი"-ს განაცხადის საფუძველზე გამოაცხადა.

"კოხი ჰესის" დადგმული სიმძლავრე 11.20 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 43.10 მლნ.კვტ.სთ-ია. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 21,000,000 დოლარს შეადგენს.

ასევე გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა თბილისში მდინარე მტკვარზე ასაშენებელი "დიღომი ჰესის" შესახებ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში 11 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი
'მტკვარი ჰესის' პროექტზე ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოეწერა ხელი
ახალციხეში ენერგეტიკის მინისტრს ელოდებიან
"მტკვარი ჰესის" პროექტის პრეზენტაცია
‘მტკვარი ჰესზე’ გვირაბის გაყვანის სამუშაოები დასრულდა [ვიდეო]
‘მტკვარი ჰესი’ ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა
ბორჯომში 1899 წელს აშენებული ჰესის აღდგენა იგეგმება