FM97.5 / LIVE

"მტკვარი ჰესის" პროექტის პრეზენტაცია

მთავარიეკონომიკა 17.12.2016
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „მტკვარი ჰესის“ პროექტის პრეზენტაციას დაესწრო და მშენებარე ჰესზე სამუშაოები დაათვალიერა.

"მტკვარი ჰესის" პროექტის პრეზენტაცია
ვიცე-პრემიერი ახალციხის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესთან და თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილითან ერთად სტუმრობდა. პროექტის პრეზენტაციას ასევე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩვენი ვალია, ჩვენი აღებული ვალდებულებაა, საქართველოს სწრაფი ტემპით განვითარება. ისეთი პროექტების განხორციელება და დაფინანსება, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეული რეგიონის, თითოეული კუთხის, სწრაფ აღორძინებას და პროგრესს. არ არსებობს არცერთი ნორმალური ქვეყანა, სადაც მხოლოდ დედაქალაქშია კონცენტრირებული ხელისუფლების ძალისხმევა - სამუშაო ადგილები, ნორმალური ინფრასტრუქტურა თუ დასვენების ან განათლების საშუალებები. ასეთი ქვეყანა, რომ შედეგს ვერ მიაღწევს ეს ჩვენმა უახლესმა ისტორიამ დაგვანახა", – განაცხადა კახი კალაძემ.

მისი თქმით, ამიტომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან უმთავრესი პრიორიტეტი მთელი ქვეყნის ერთნაირი სიმძლავრით ამუშავება იყო:"ჩვენ ამგვარი პროექტებით ვქმნით არა მარტო მძლავრ ენერგო სექტორს, არამედ ხელს ვუწყობთ მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას, მატერიალური დოვლათის შექმნას, რაც თითოეული ჩვენი მოქალაქის სოციალურ პირობებზე, ცხოვრების დონეზე პოზიტიურად აისახება".

„მტკვარი ჰესის“ პროექტი სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე ხორციელდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $131 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება. ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 255 მლნ კვტ.სთ. წარმოებული ელექტროენერგია საგრძნობლად შეამცირებს ქვეყანაში არსებულ ელექტროენერგიის დეფიციტს ზამთარში.

სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 500 ადამიანი.

„მტკვარი ჰესი“ არის 2009 წელს დაწყებული და შემდეგ წლების მანძილზე გაჩერებული პროექტი, რომელიც 2014 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა 100%-ით შეისყიდა. ფონდის ჩართულობით და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა პროექტის გაცოცხლება, რომელიც დღეს უკვე აქტიურ სამშენებლო ფაზაშია. მოხდა ჰესის დადგმული სიმძლავრის ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც სიმძლავრე გაიზარდა 9 მგვტ-ით და გახდა 53 მგვტ. ჰესის ექსპლუატაციაში გაშვება 2019 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.
პროექტში ინვესტიციას საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ენერგეტიკის მინისტრს ელოდებიან
'მტკვარი ჰესის' პროექტზე ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოეწერა ხელი
‘მტკვარი ჰესი’ ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა
‘მტკვარი ჰესზე’ გვირაბის გაყვანის სამუშაოები დასრულდა [ვიდეო]
სამცხე-ჯავახეთში 11 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი
სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა ახალი ჰესი აშენდეს
რუსთაველები – სოფელში წყალი „მტკვარი ჰესის“  მშენებლობის გამო დაწყდა