FM97.5 / LIVE

ასპინძაში საპატიო მოქალაქე და ღვაწლმოსილი მოქალაქეები შეარჩიეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.08.2017
ასპინძაში მიმდინარე ფოლკლორულ ფესტივალზე ასპინძის საპატიო მოქალაქე და ასევე, რაიონის ღვაწლმოსილი მოქალაქეები დაასახელეს. ყველა მათგანს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.

ასპინძაში საპატიო მოქალაქე და ღვაწლმოსილი მოქალაქეები შეარჩიეს

ასპინძის საპატიო მოქალაქე გიორგი წითლანაძე გახდა. მას ასპინძის გამგეობამ სპეციალური სიგელი და მედალი გადასცა.

გიორგი წითლანაძე, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ასპინძაში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

"აქ რომ ჩამოვედი, ასპინძა პატარა სოფელი იყო, პატარა ორღობეებით. პირველად მე გავატარე ასფალტი ასპინძაში. ხშირად მეუბნებიან, მემუარები დაწერეო, დავწერ აუცილებლად", – ამბობს 80 წლის გიორგი წითლანაძე, რომლისთვისაც სტატუსი მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა: "დიდად საპატივცემულოა, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას, ვისაც პირველს გაახსენდა, ვინ ააშენა და გაამშვენა ასპინძა და გავახსენდი მე. დიდი მადლობა ყველას. ეს არის უდიდესი პატოვოსცემა არამხოლოდ ჩემთვის, ჩემი შთამომავლობისთვისაც", – ამბობს იგი.

ასპინძის გამგებლის ლევან ცაბაძის განმარტებით, საპატიო მოქალაქე სპეციალურმა კომისიამ შეარჩია: "გიორგი წითლანაძემ 50 წელი შეალია ასპინძის განვითარებას. ის იყო აღმასკომის თავმჯდომარე, რაიკომის მდივანი, გამგებელი, დეპუტატი და ა.შ. საპატიო მოქალაქე კომისიურად შეირჩა, ყველა მონაწილეს დაევალა სამ–სამი სახელის ჩამოწერა და შეირჩა ხმათა უმრავლესობით".

დღესვე, ფოლკლორის დამსახურებულ მოღვაწებად დაასახელეს – შაქრო ნარიმანიძე და თემურ ზაზაძე; გარდა ამისა, დაასახლეელს სხვადასხვა პროფესიის 15 ადამიანი, რომელთაც ასპინძის ღვაწლმოსილი მოქალაქეების სტატუსი ერგოთ. მათ მადლობის სიგელები მიიღეს.

მადლობის სიგელები ასპინძის მუნიციპალიტეტმა სამცხე–ჯავახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებსაც გადასცა, ფესტივალში შეტანილი წვლილისთვის.

შეგახსენებთ, დღეს ასპინძაში, რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი მიმდინარეობს, სახელწოდებით – „ფუძეობა", დევიზით – - დაუბრუნდი შენს ფუძეს!

რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ კომპანია GeoTourist-ის სოციალური პროექტია (სახალხო დღესასწაული), რომლის მიზანი საქართველოს რეგიონალური კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერაა. 2017 წელს, ფესტივალი „ფუძეობა“ საქართველოს რვა რეგიონში ჩატარდება, წელს მას პროექტი “CHECK IN GEORGIA”-ც შემოუერთდა. ფესტივალის პარტნიორია ასევე, „საქარათველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“.

ფოლკლორული ფესტივალი ასპინძაში ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტური ძეგლის გახსნით დაიწყო. ძეგლი საზეიმოდ, სამცხე–ჯავახეთისა და კახეთის გუბერნატორებმა გახსნეს.

ფესტივალზე სპეციალურად მოწყობილ ფაცხებში სტუმრებს სამცხე–ჯავახეთის სამზარეულოს დაგემოვნება შეუძლიათ. აქვეა გამოფენები, სადაც ადგილობრივების მიერ დამზადებული სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების დათვალიერებაა შესაძლებელი.

დასასრულს უახლოვდება რეგიონის ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტიც.

18:00 საათზე ფესტივალს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ორგანიზებული კონცერტი გააგრძელებს, 20:00 საათზე კი იქნება გალაკონცერტი: ნიაზ დიასამიძისა და 33ა–ს მონაწილოებით. ფესტივალს ფეიერვერკი დაასრულებს.


ასპინძაში საპატიო მოქალაქე და ღვაწლმოსილი მოქალაქეები შეარჩიეს

ასპინძაში საპატიო მოქალაქე და ღვაწლმოსილი მოქალაქეები შეარჩიეს

ასპინძაში საპატიო მოქალაქე და ღვაწლმოსილი მოქალაქეები შეარჩიეს

ასპინძაში საპატიო მოქალაქე და ღვაწლმოსილი მოქალაქეები შეარჩიეს


[ნინო ნარიმანიშვილი, ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ფესტივალი დაიწყო – გაიხსნა ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტი
ფოკლორული ფესტივალი ასპინძაში [Photos/Video]
ასპინძაში ფოლკლორული ფესტივალისთის ემზადებიან
რას ნახავთ ასპინძაში ფოლკლორულ ფესტივალზე – განრიგი
ხვალ ასპინძა ფოლკლორულ ფესტივალს უმასპინძლებს
ასპინძა რეგიონულ ფოლკლორულ ფესტივალს უმასპინძლებს
ასპინძაში ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფი 33ა-ს კონცერტი გაიმართება