FM97.5 / LIVE

'ცვლილებები იწყება ჩვენგან' – პროექტის შეჯამება

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.08.2017
ნაადრევი ქორწინება, მისი მიზეზები და შედეგები იყო სადისკუსიო თემა, დღეს, 3 აგისტოს, ახალციხეში, პროექტის „ცვლილებები იწყება ჩვენგან“ შეჯამებისას.

'ცვლილებები იწყება ჩვენგან' – პროექტის შეჯამება

შეხვედრა სასტუმრო „ლომსიაში“ გაიმართა. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ორთვიანი პროექტი შეაჯამეს და პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ვიდორგოლების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, პროექტის ფარგლებში ახალციხის ხუთ საჯარო სკოლაში ადრეულ ქორწინების თემასთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

პროექტში 75 უფროსკლასელი მოსწავლე იყო ჩართული. მათ ფილმი „გრძელი ნათელი დღეები“ უჩვენეს. ფილმი 90–იანი წლების პერიოდზე, 14 წლის გოგონას მოტაცებასა და ნაადრევი ქორწინებით გამოწვეულ პრობლემებზე მოგვითხრობს.

შეხვედრების ციკლის დასრულების შემდეგ, ორგანიზაციამ ნაადრევი ქორწინების თემაზე ვიდეორგოლების კონკურსი გამოაცხადა. დღეს ამ კონკურსის ორ გამარჯვებულს ფულადი ჯილდო – 100 –100 ევრო გადასცეს.

„ეს საკითხი აქტუალურია ნამდვილად, ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, დღეს დგას ადრეული ქორწინების პრობლემა . ვინც ადრე ქორწინდება, ხშირ შემთვევაში მის მომავალს, განვითარებასა და ეკონომიკურ აქტივობას საფრთხე ემუქრება. ბევრ გოგონას სკოლის მიტოვებაც კი უწევს გათხოვების გამო“, – ამბობს ახალციხის „ქალთა ოთახის“ მენეჯერი ნინო რუხაძე, რომელის დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა.

პროექტი ორთვიანი იყო და ორგანიზაციის "ქალთა ფონდი საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

'ცვლილებები იწყება ჩვენგან' – პროექტის შეჯამება

'ცვლილებები იწყება ჩვენგან' – პროექტის შეჯამება

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალგაზრდული პროექტი ადრეული ქორწინების პრევენციისთვის
ადრეული ქორწინების პრევენცია – კონკურსი ახალგაზრდებისთვის [R]
ფლეშმობი ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ [ფოტო]
ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა შეხვედრები გამართა
ნუ გაათხოვებ! – იწყება კამპანია ადრეული ქორწინების წინააღმდეგ [Video]
შსს ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას იწყებს
სამცხე-ჯავახეთი ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას უერთდება