FM97.5 / LIVE

‘თავი შეიკავეთ სიძულვილის ენის გამოყენებისგან’ - ომბუდსმენთან არსებული საბჭოები ყარაბაღის კონფლიქტზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.10.2020
სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები აცხადებენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებმა მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი ეთნო-რელიგიური ან სხვა ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენებისგან, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით.

‘თავი შეიკავეთ სიძულვილის ენის გამოყენებისგან’ - ომბუდსმენთან არსებული საბჭოები ყარაბაღის კონფლიქტზე
ომბუდსმენთან არსებული საბჭოები მოქალაქეების, მედიისა და სახელმწიფოს მიმართ განცხადებას ავრცელებენ.

„სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ბოლო ათწლეულების განმავლობაში პერიოდულად მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ღრმა ტკივილია მეზობელ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირების, დაღუპული და დაზარალებული ადამიანების, დევნილად ქცეული ოჯახების ტრაგედიის ცქერა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კავკასიის სახელმწიფოების განვითარება დიდწილად სისხლისმღვრელი კონფლიქტების გამო ფერხდება. ისტორია გვიჩვენებს, რომ მარტივია კავკასიაში კონფლიქტის გაჩაღება, მაგრამ საუბედუროდ, ურთულესია გამოვლინდეს ნება მათი მშვიდობიანი გადაჭრისთვის. ბოლო 30 წელია კავკასიაში წარმოებულმა ომებმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.

საქართველოს მოქალაქეების სამშობლო საქართველოა. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ მშვიდობა, შემწყნარებლობა და თანადგომა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ, და იგივე მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან.

მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს - ვისთვისაც ძვირფასია ჩვენ ქვეყანაში და რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ეთნო-რელიგიური ან სხვა ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენებისგან, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით.

თხოვნით მივმართავთ მედიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ იმ ტიპის ინფორმაციის გავრცელებას, რამაც შეიძლება ოდნავ მაინც შეუწყოს ხელი ეთნოსებს შორის ურთიერთობაში დაძაბულობის შემოტანასა და გაღრმავებას.

მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ითანამშრომლონ შესაბამისი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, სათემო და რელიგიურ ლიდერებთან და ორგანიზაციებთან ჩვენ ქვეყანაში და რეგიონში ტოლერანტული გარემოს შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის.

ჩვენთვის ყოველი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია. კონფლიქტის მხარეებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა იღონონ საომარი მოქმედებების შეჩერებისა და მშვიდობის მყარი გარანტიების შესაქმნელად", – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტს ხელს აწერენ:

სახალხო დაცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
ეზიდთა სასულიერო საბჭო
საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
ევანგელურ-ლუთერული ეკლესია
სახარების რწმენის ეკლესია
სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი
ეკლესიის საქართველოს ეპარქია
ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“
წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
ქართველ მუსლიმთა კავშირი
სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
ხსნის არმია
მეგობართა საზოგადოება - კვაკერები
სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში
მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია
საქართველოს ებრაელთა კავშირი
საქართველოს აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები:

ზაურ ხალილოვი - სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
მარი არაქელოვა - ქართველ სომეხთა კავშირი
მარი მიქოიანი - „GENERATION I“
ლეილა მამედოვა - საქართველოს აზერბაიჯანელი ახალგაზრდების კავშირი
ვან ბაიბურთი - გაზეთი „ვრასტან“
ხალადინ ელჩუევი - გაზეთი „გურჯისტან“
სუსანა ხაჩატრიანი - საქართველოს სომეხ ქალთა ასოციაცია „შუშანიკ“
ლეილა სულეიმანოვა - აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი
ეკატერინე ბიტკაში - „ნინევია“
რიმა გარიბიანი - „ღია საზღვრები“
გარი აუგსტი - საქართველოს გერმანელთა ასოციაცია „აინუნგი“
გაროლდ შმალცელი - საქართველოს ჩეხთა სათვისტომო „ზლატა პრაგა“
ლილი საფაროვა - ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა
ალი ალიევი - ავართა კავშირი „ავანი“
ნონა ხანგოშვილი - სათემო კავშირი „პანკისის კეთილდღეობისათვის“
ალექსეი ბახოლდინი - ბელორუსთა საერთაშორისო კავშირი „სიაბრი“
ზარიხა ხანგოშვილი - პანკისელი ახალგაზრდა ქისტ ქალთა გაერთიანება „მარშუო“
ევგენია კოტანიდი - საქართველოს ბერძენთა ფედერაცია
ფარხად მუსაევი - საქართველოს აზერბაიჯანელების კავშირი რეფორმებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის
ნაირა ბეპიევი - საერთაშორისო საზოგადოება „კავკასიური მოზაიკა“
ბორის სინიუკი - საქართველოს უკრაინელთა სათვისტომო „დნეპრი“
მიხეილ ბორისი - საქართველოს უკრაინელთა ასოციაცია
რეგინა იაკობიძე - საქართველოს ლატვიელთა სათვისტომო „ავე-სოლ“
გენრიხ მურადიანი - საქართველოს სომეხთა კავშირი
მიხეილ ავაქიანი - ასოციაცია „შენ“
მარინე სოლომონიშვილი - ებრაელ ქალთა საერთაშორისო ფონდი „ლეა“
მარია ფილინა - კავშირი „პოლონია“
მარგალიტა ხიდირბეგიშვილი - ინტერნაციონალური საქართველო მშვიდობისთვის და გარემოს დაცვისთვის
ალი მამედოვი - სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინსტიტუტი ქვემო ქართლი
გიორგი ტუმასიანი - მშვიდობის ფონდი
მიხეილ აიდინოვი - რუსულენოვან ჟურნალისტთა კავშირი
საბინა ტალიბოვა - კავშირი „მტრედი“
ვენერა მარტყოფლიშვილი - კახეთის ბოშათა კავშირი „რომა“
ბექა ნეშუმაშვილი - „უდი“
დავიდ ადამოვი - საქართველოს ასურელთა ეროვნული კონგრესი
ალექსანდრე ბეჟენცევი - საქართველოს საერთაშორისო ახალგაზრდობის ასოციაცია
ალა ბეჟენცევა - საქართველოს რუს ქალთა ასოციაცია „იაროსლავნა“
რაინა ახალკაციშვილი/ბელევა - საქართველოს ბულგარელთა სათვისტომო
ეთერ თოფჩიაშვილი/გიგინეიშვილი - პროექტი „კეშერ“
არნოლდ სტეფანიანი - საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“
აგიტ მირზოევი - ჩართულობის და განვითარების ცენტრი
ზაურ გუმაშვილი - პანკისის ხეობის უხუცესთა კავშირი

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები პარლამენტს მიმართავენ
რელიგიათა საბჭო პარლამენტს მიმართავს არ დაუშვას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტის მიღება

ქართველ მუსლიმთა კავშირი განცხადებას ავრცელებს
8 რელიგიური ორგანიზაცია  საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის
ეროვნულ უმცირესობათა საბჭო განცხადებას ავრცელებს
25 არასამთავრობო მთავრობას მოუწოდებს არ შეაფერხოს თვითმმართველობის რეფორმა
'არა-ფობიას!' – განცხადება ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ მომძლავრებულ ქსენოფობიაზე