FM97.5 / LIVE

რა იყო რთული აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების გამოცდაზე

მთავარისიახლე, განათლება 07.07.2017
ერთიანი ეროვნული გამოცდები, დღეს, 7 ივლისს ზოგად უნარებში ტარდება. აბიტურიენტების უმრავლესობა ტესტებში როგორც მათემატიკურ, ასევე ვერბალური ნაწილის სირთულეზე საუბრობს.

რა იყო რთული აბიტურიენტებისთვის  ზოგადი უნარების გამოცდაზე
რეგისტრირებული 315 აბიტურიენტიდან დღეს პირველ სესიაზე 310 გამოცხადდა.

ლადა მარიახინი, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე უნდა ჩაბარება, ამბობს რომ განსაკუთრებით რთული ტესტის მათემატიკური ნაწილი იყო: „მონაცემთა ანალიზის გაკეთება გამიჭრიდა, ცოტა მეტი რომ მეფიქრა, ალბათ მაგასაც დავწერდი. დანარჩენს ყველაფერს თავი მარტივად გავართვი“.

მისივე თქმით ის დრო რაც მათემატიკირ ნაწილს ეთმობა ძალიან ცოტაა: „მატემატიკისთვის საათი და 35 წუთი ცოტა იყო ნამდვილად, რადგან ამოხსნას და გამოთვლას მეტი დრო სჭირდება. მერე პასუხებშიც ხომ უნდა გადაიტანო ეს გამოთვლილი და გეშინია, შეცდომა არ დაუშვა და ფრთხილობ“, – განმარტა მარიახინმა.

ლადასგან განსხვავებით მათემატიკური ნაწილი შედარებით მარტივი დასაძლევი აღმოჩნდა ლელა გოგოლაძისთვის: „მე ვერბალური ნაწილი გამიჭირდა, წინადადებების ჩასმა შედარებით რთული იყო“.

დღეს აბიტურიენტებმა, რომლებიც პირველ სესიაზე შევიდნენ, ტესტის მესამე ვარიანტი დაწერეს.

ზოგადი უნარების გამოცდას ორი დღე, 6 და 7 ივლისი ეთობა.

შეგახსენებთ, რომ ზოგადი უნარების გამოცდა 3 საათსა და 10 წუთს გრძელდება. აბიტურიენტები ტესტს ორ ნაწილად დაწერენ. 1 საათი და 35 წუთი ტესტის ვერბალურ ნაწილს დაეთმობა ხოლო დარჩენილი დრო მათემატიკურ ნაწილს.

გამოცდის მეორე სესიის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზოგადი უნარების გამოცდაზე  34  აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ზოგადი უნარების გამოცდის პირველი დღე დასრულდა
'რაზეც მოვხვდები, ყველაფერს ვისწავლი', - ზოგადი უნარების გამოცდა დასრულდა
3 ივლისს ზოგადი უნარების გამოცდა ტარდება
ეროვნული გამოცდები დღეს უნარებში ტარდება
აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას აფასებენ
ზოგადი უნარების გამოცდაზე ჯამში 37 აბიტურიენტი არ გამოცხადდა