FM97.5 / LIVE

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი” მოსახლეობას აფრთხილებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.06.2017
"დაავადებათა კონტროლის ცენტრი" მოსახლეობას მოუწოდებს, 11:00-დან 17:00 საათამდე მზის პირდაპირი სხივების ქვეშ არ იყვნენ.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი” მოსახლეობას აფრთხილებს
„დაავადების კონტროლის ცენტრი“ მოსახლეობას მოუწოდებს მზის განსაკუთრებით აქტიურ პერიოდში, თავი შეიკავონ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ყოფნსაგან.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრის" არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ლელა სტურუას განაცხადებით, ამ პერიოდში მზის სხივების პირდაპირმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება, რაც შეიძლება გამოხატული იყოს შეწითლებით, ჭორფლის გამოყრით, ალერგიული რეაქიებით, ბუშტუკოვანი გამონაყარით.

"გარდა ამისა შეიძლება იყოს მზის დაკვრა, რომელიც გამოხატულია ტემპერატურის მატებით, გონების დაკაგვით და ა.შ. თუ კი ეს მდგომარეობა სიმწვავით ხასიათდება, აუცილეებელია მივმართოთ ექიმს", - განმარტავს ლელა სტურუა.

მისივე განცხადებით, მზეზე ყოფნისას რეკომენდირებულია რომ გვეცვას ღია ფერის, ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელი, მჭიდროდ არ უნდა გვქონდეს ტანზე მომდგარი და მნიშვნელოვანია გვქონდეს ფართო ფარფლებიანი ქუდი.

"კანი უნდა დავიცვათ ასევე დამცავი ფაქტორის შემცველი კრემით. აუცილებელია თვალების დაცვა, ვინაიდან მზის სხივების ზემოქმედება მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული კატარაქტის განვითარებასთან. ამიტომ საჭიროა, რომ მზისგან დამცავი სათვალეც გვქონდეს", - ამბობენ "დაავადებათა კონტროლის ცენტრში".

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები ზაფხულთან დაკავშირებით
დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
ბავშვთა ვაქცინაცია უწყვეტად უნდა გაგრძელდეს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ვირუსების პიკი გადავლილია
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: თებერვლის მეორე ნახევარში შესაძლოა მოიმატოს მომართვიანობამ
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა