FM97.5 / LIVE

ახალქალაქის ხელისუფლებაში ცვლილებები ”ოცნების” სცენარს ასცდა

მთავარიპოლიტიკა 02.04.2013
ახალქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებაში გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პოსტების დათმობას პარტიების შეცვლა არჩიეს. გამგებელი ”ოცნებაში” საკრებულოს თავმჯდომარე კი ”რესპუბლიკელებში” გადავიდა.

ახალქალაქის ხელისუფლებაში ცვლილებები ”ოცნების” სცენარს  ასცდა
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ხელმძღვანელი პირების შეცვლა დაიწყო. სცენარი თითქმის ყველგან ერთნაირი იყო: საკრებულოს ”ნაციონალმა” დეპუტატებმა შექმნეს ”ოცნების” ფრაქციები, მიაღწიეს უმრავლესობას და შეცვალეს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც შეცვალა მუნიციპალიტეტის გამგებელიც. ბევრ მუნიციპალიტეტში ეს პროცესი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ახალქალაქში კი ცვლილება შეუმჩნევლად და თავისებურად განხორციელდა - აქ არა თანამდებობის პირები, არამედ მათი პარტიული კუთვნილება შეიცვალა.

არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ახალქალაქელი აქტივისტები ამტკიცებდნენ, რომ საკადრო ცვლილებები აუცილებლად იქნებოდა და ამავე დროს, პროცესი მშვიდობიანად ჩაივლიდა. თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ისევ რჩებიან ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ირწმუნებოდნენ, რომ პოზიციებს შეინარჩუნებდნენ.

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ ახალქალაქის მუნიციპალტეტის საკრებულო 31 დეპუტატისგან (32-ე დეპუტატი გამგებლად დაინიშნა) დაკომპლექტდა. „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ერთი წევრის გარდა, ყველა დეპუტატი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ იყო.

საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ახალქალაქში პირველი ცვლილება, დეკემბერში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ შექმნა იყო. ფრაქციაში სამი დეპუტატი გაერთიანდა, სამივე ყოფილი „ნაციონალი“. ამას ფრაქციების „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ შექმნა მოჰყვა. მთავრობის შეცვლის შემდეგ შექმნილ ყველა ფრაქციაში, ოფიციალური მონაცემებით, 10 ადამიანია.

საკრებულოს დეპუტატების შემდეგ პოლიტიკური ორიენტაციების შეცვლა ხელმძღვანელმა პირებმა დაიწყეს. საკრებულოს თავმჯდომარემ ჰამლეტ მოვსესისიანმა არჩევანი „რესპუბლიკელებზე“, გამგებელმა ნაირი ირიციანმა კი ”ოცნებაზე” შეაჩერა.

მოვსესიანი ამბობს,რომ პარტიაში გადასვლის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. „რესპუბლიკელები“ კი ამტკიცებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე უკვე მათი პარტიის სრულფასოვანი წევრია.

მოვსესიანამდე დატოვა ”ნაციონალების” რიგები ნაირი ირიციანმა. გადაწყვეტილებას ირიციანი ასე ხსნის: „რატომ ავირჩიე? როგორც ჩანს, ძლიერი პარტიაა. ძალიან მომეწონა მათი გადადგმული ბოლო ნაბიჯები, კერძოდ, როდესაც ციხეში მჯდომი ბევრი უდანაშაულო ადამიანი გაათავისუფლეს. ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. ამიტომაც მოცემული მომენტისთვის „ოცნების“ იდეები ძალიან მომწონს“.

”ოცნების” აქტივისტები, რომელთაც რთული წინასაარჩევნო პერიოდის გამოვლა მოუხდათ და შემდგომში კი ხელისუფლებაში მოსვლის იმედი ჰქონდათ, მოვლენების ასე განვითარებას არ ელოდნენ.

„სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების შეცვლის მსგავს სცენარს თავისი წინაპირობები ჰქონდა: „ახალქალაქში ერთპარტიული სისტემა იყო. ყველა, ვისაც რაიმეს მიღება უნდოდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ეწერებოდა, როგორც ადრე ”კომპარტიაში”. ახლა ვინც მიხვდა, საქმე რაშია, სხვა პარტიებში გადაბარგდნენ. ადგილობრივი ჩინოსნები იდეოლოგიური პარტიულები არ იყვნენ, ამიტომაც შეიცვალეს პარტიები ასე იოლად“.

კოტე კანდელაკის თქმით, ხელისუფლების ცვლილება ჯერჯერობით არ მომხდარა იმერეთში, ქუთაისსა და ზესტაფონში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რჩებიან.

ექსპერტი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების რიგებში, არა მხოლოდ ახალქალაქში, შეიცვალა არა ხალხი, არამედ მათი პარტიული კუთვნილება. თუმცა, ზოგიერთ რეგიონში გამგებლებიც შეიცვალნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები „ქართული ოცნების“ შემადგენელ სხვა პარტიებში გადასვლას შემდეგნაირად ხსნიან.
„ამომრჩევლების ნდობით ვსარგებლობ. რადგანაც ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატი ვარ, ე.ი. ჩემი ამომრჩევლების ხმები მაქვს. მათთვის მიცემული დაპირებების შესასრულებლად და ახლანდელ მთავრობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის პარტია „რესპუბლიკელებში“ გადავედი“, - ამბობს ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე სარგის უზუნიანი.

ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრის, რაიონული საავადმყოფოს მენეჯერის ალექსანდრე ტოროიანის განმარტებით, მისი ამ პარტიაში გაწევრიანების მიზეზი ისაა, რომ „რესპუბლიკელები“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების გაგებასა და მოგვარებას ცდილობს: ”ამ პარტიას შევუერთდი, რათა მიმდინარე პროცესებში მივიღო მონაწილეობა“.

ადამ ზარმარიანი პარტია „კონსერვატორებში“ გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გადავიდა.

„მაქვს რწმენა, რომ ეს უფრო სწორია და ჩვენთვის უფრო ახლობელი. ამ პარტიაში ნამდვილად არის სიმართლე“, - ამბობს იგი.
ახალქალაქისთვის ახალმა რეალობამ - მრავალპარტიულმა სისტემამ აქ ერთგვარი პოლიტიკური აქტიურობა განაპირობა, რაც სიტუაციის წინასწარ განსაზღვრას ართულებს.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

”რესპუბლიკელების”  უჩვეულო გააქტიურება ჯავახეთში
ახალქალაქში „ოცნების“ ფრაქციის შექმნა ჭიანურდება
ახალქალაქში გამგებლის შეცვლის საკითხი კვლავ აქტუალურია
ასპინძის თვითმმართველობაში ჯერ ”ნაციონალები” რჩებიან
ბორჯომში „ოცნების“ სამმა დეპუტატმა პარტია დატოვა
შალვა გოგოლაძემ ფრაქცია 'ქართული ოცნება რესპუბლიკელები' დატოვა
ასპინძის საკრებულოს ”ოცნების” ფრაქცია შეემატა