FM97.5 / LIVE

შს მინისტრის ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 11.06.2017
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონალურ სამმართველოებს ეწვია.

შს მინისტრის ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის აღნიშნული სამმართველოები „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის და სამხრეთკავკასიური გაზსადენის დაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

შსს–ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა, შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიასთან და შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორ ზურაბ ჭაბაშვილთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ციხისჯვრის განყოფილება, ასევე, ტაბაწყურის და ცხრაწყაროს უღელტეხილზე მდებარე საგუშაგოები მოინახულა. შს მინისტრმა ობიექტები დაათვალიერა, დეპარტამენტის რეგიონულ ბაზებზე დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობას შეხვდა.

„შს სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო მოვალეობა აკისრია. იგი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სტრატეგიული ენერგოდერეფნის და მისი ინფრასტრუქტურული ობიექტების უსაფრთხოდ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს და ამ მოვალეობას აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლები წლების განმავლობაში წარმატებით და კეთილსინდისიერად ასრულებენ",– განაცხადა შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და მადლობა გადაუხადა სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტმენტის თანამშრომლებს.

შსს–ს ინფორმაციით, მინისტრმა შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის რეგიონულ ბაზებში სამორიგეო და საიარაღო ოთახები, სპორტდარბაზი, ავტოფარეხი, პირადი შემადგენლობის საცხოვრებელი შენობები, სპეცტექნიკა და სამთო აღჭურვილობა დაათვალიერა. შს მინისტრი, ასევე გაეცნო აღნიშნულ ბაზაზე დამონტაჟებულ ციფრულ ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემას.

შს მინისტრის ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში

შს მინისტრის ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა 10 წლის საქმიანობა შეაჯამა
შსს-მ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღო
ვინ გადაარჩინა აწყურში ავარიით დაშავებული ქალი
შს მინისტრმა სამცხე–ჯავახეთში საპოლიციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
სამცხე–ჯავახეთში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გიორგი ამაშუკელი გაეცნო
თავდაცვის მინისტრი სამცხე-ჯავახეთში სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
სამცხე–ჯავახეთში რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმის განახლებაზე მსჯელობენ