FM97.5 / LIVE

16 წლის გოგონას საქმე სააპელაციოში გაასაჩივრეს

მთავარისიახლე, სამართალი 09.06.2017
საქმე, რომელშიც ორივე მხარე ბრალდებულიცაა და დაზარალებულიც, მეორე ინსტანციაში გაასაჩივრეს;

16 წლის გოგონას საქმე სააპელაციოში გაასაჩივრეს
ახალქალაქში, 16 წლის გოგონას ადვოკატმა ირაკლი ბარძიმაძემ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საჩივარი სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო და პირველი პროცესი 15 ივნისს ჩაინიშნა.

„მეორე მხარეს ახალქალაქის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია“, – აცხადებს ბარძიმაძე.

იგი ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის, 16 წლის გოგოსა და მისი დეიდისთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ, ექვსთვიანი განხილვის შემდეგ, გამატყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

აღნიშნულ საქმეში ახალქალაქის ერთ–ერთ სოფელში მცხოვრები 16 წლის გოგონა და მისი დედა ბრალდებულებიც იყვნენ და დაზარალებულებიც. ასევე, ამავე სოფელში მცხოვრები 16 წლის ბიჭი და მისი ბიცოლაც, იყვნენ როგორც ბრალდებულები, ასევე დაზარალებულები;

მხარეებმა გასული წლის 6 აგვისტოს სოფელში იჩხუბეს. ამიტომ სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ოთხივე მათგანი პასუხისგებაში სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით მისცა, რაც ცემას გულისხმობს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ამავე მუხლით (ძველი რედაქციით „ს.კ“) ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი.

არასრულწლოვნებს შინა პატიმრობა მიესაჯათ. გოგონას 6 თვე, ბიჭს კი 9 თვე. მათ სახლში ყოფნა 23:00 საათიდან 11:00 საათამდე ევალებათ. უფროსებს კი ჯარიმა 600–600 ლარი დაეკისრათ.

[თამუნა უჩიძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

16 წლის გოგონას საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის განაჩენს უზენაესში გაასაჩივრებენ
16 წლის გოგონას საქმეზე მოსამართლემ სხდომები დახურა
ახალციხის ყოფილი გამგებლის გამამართლებელი განაჩენი უზენაესში გაასაჩივრეს
ახალციხის ყოფილი გამგებელი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო
ზანავის ჩხუბის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
ქეთევან ხმალაძის საქმე სააპელაციოში დასკვნით ეტაპზე გადავიდა