FM97.5 / LIVE

”ხელოვნური ტბა” საცხოვრებელი კორპუსის ეზოში

მთავარიეკონომიკა 28.03.2013
ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩის #72-ში მდებარე სახლის ეზოში, სადაც რვა ოჯახი ცხოვრობს, ზამთარ-ზაფხულ ან გუბეებია ან ყინულის მოედანი.

”ხელოვნური ტბა” საცხოვრებელი კორპუსის ეზოში

თავისუფლების 72-ში მდებარე სახლის ეზოში წარმოქმნილი ”ხელოვნური ტბა“ გაშრობას ვერ ასწრებს, ისე ივსება მორიგი წვიმის დროს. შემოდგომით და თოვლის დნობის პერიოდში ”ტბაში“ წყალი მუდმივად მაღალ ”ნიშნულზეა“. ხალხს ხანდახან სახლში შესვლა უჭირს, წყალი კი მუდმივად სარდაფებში ჩადის.

- ”შენობის ეზოში სასიარულოდ ნავია საჭირო, აქ გავლა შეუძლებელია. წყალი ლპება, ბაყაყები ყიყინებენ. ეს სახლი ერთ მშვენიერ დღეს დაინგრევა“, - ამბობს პირველი სართულის მცხოვრები ნორა პაპოიანი.

კორპუსის მცხოვრებლებმა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში ორჯერ დაწერეს საჩივარი და განცხადება დახმარების თხოვნით. დახმარებას დაჰპირდნენ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა.

გამგეობაში გვითხრეს, რომ ეს სახლი და ეზოც მცხოვრებლების საკუთრებაა, ამიტომ ეზოს მოასფალტებისთვის თანხის გამოყოფა გამგეობას არ შეუძლია, თუმცა, ამავე დროს დაგვპირდნენ, რომ მოსახლეობისთვის დახმარების გასაწევად სახსრებს მაინც გამონახავენ.

- ”იმის გამო, რომ სახლი მაღლა აიწია, ეზო დაახლოებით ნახევარი მეტრით დაბლა დარჩა. მომიჯნავე სახლებისა და ქუჩის სხვა მხარეების გამო ეზოდან წყლის გაშვება შეუძლებელია. პრობლემის მოგვარების გზას ჯერჯერობით ვერ ვპოულობთ. როგორ უნდა გავაკეთოთ?! 3-4 მეტრის სიღრმის ორმო რომ ამოვთხაროთ, წყალი სარდაფებს დატბორავს, უფრო ღრმად ამოთხრის უფლებას მეზობლები არ გვაძლევენ, რადგან სარდაფები მათაც აქვთ. თავისუფლების ქუჩის ახალი რეაბილიტაციისა და მის მიხედვით გასწორებაც შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ამას, ჭას ამოვთხრით და ხრეშამდე მივალთ, რკინის მილებს ჩავყრით, რათა წყალი დაბლა ჩაეშვას. წელს ვნახოთ. სხვა გამოსავალი არ არის“, - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ვაან ბატოიანი.

ეზოში ასფალტის დასასხმელად სახლის მცხოვრებლებს ფული არ ეყოფათ.

- ”ჩვენ - შენობის მცხოვრებლები ცოტა ვართ, 100-100 ლარიც რომ შევაგროვოთ, ვერაფერს გავაკეთებთ. წყალი ვერსად მიდის, აქ გროვდება და სარდაფებს ტბორავს. რაღაც უნდა გააკეთონ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. არ ვიცი, რა ვქნა, ძალიან დავიღალე“, - ჩივის ნორა პაპოიანი.

გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ხალხი ხუმრობს, რომ საკუთარი ტბა აქვთ და მალე თევზს მოაშენებენ. ისინი ფიქრობენ, რომ პრობლემის მოგვარებს გზა ან ხრეშის დაყრით მიწის ამაღლება ან წყალსაცავის ამოთხრაა.

ვერა ირიციანი ნანობს, რომ 12 წლის წინ ბინა ამ სახლში იყიდა.

- ”არ ვიცოდი, ისე მოვედი და ამ შენობაში ბინა ვიყიდე. 12 წელია უკვე მსგავსი სიტუაციაა. ისეც კი ხდება, რომ არ ვიცით, შენობაში როგორ შევიდეთ და გამოვიდეთ. პურს თოკით ვაწვდით ზემოთ და სახლში ფანჯრებიდან შევდივართ. წყალს სათლებით ვღვრით. ეს ტბა არასდროს ქრება, ზამთარშიც და ზაფხულშიც მუდმივად არის“, - ამბობს იგი.

ვიდრე წლებია იმაზე ფიქრობენ, რა უშველონ ეზოს, სადაც გადასაადგილებლად ნავები სჭირდებათ, ადგილობრივები სახლებში ფანჯრებიდან შედიან და ერთმანეთს პროდუქტს თოკებით აწვდიან.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კოსტავას ქუჩაზე სასმელი წყალი კორპუსის ეზოს ტბორავს
მეზობლებმა 71 წლის ქალი სახლში გამოკეტეს
კორპუსი სახურავის, შიდა საკანალიზაციო და წყლის სისტემის გარეშე
ერთი კვირაა სოფელ მაჯადიაში წყალი არ აქვთ
დატბორილი სახლები ახალქალაქში
‘2 თვეა წყალი არ გვაქვს’ -  ვარევანის მოსახლეობა
დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებს გაწვიმების ეშინიათ [Photo]