FM97.5 / LIVE

ასპინძიდან აშშ–ში – რატი ზედგინიძე ამერიკაში გასამგზავრებლად ემზადება

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 02.06.2017
დაბა ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლემ, 17 წლის რატი ზედგინიძემ,ამერიკის შეერთებული შტატების ავერეტის უნივერსიტეტის 80 ათასი აშშ დოლარის დააფინანსება მოიპოვა და წასასვლელად ემზადება.

ასპინძიდან აშშ–ში – რატი ზედგინიძე ამერიკაში გასამგზავრებლად ემზადება

აშშ–ს ავერეტის უნივერსიტეტში, სადაც ასპინძელმა რატი ზედგინიძემ საავიაციო ფაკულტეტზე საპრეზიდენტო სტიპენდია მოიპოვა, სწავლა 25 აგვისტოდან დაიწყება. 17 წლის ახალგაზრდა შეერთებულ შტატებში სავარაუდოდ ორ თვეში გაემგზავრება.

ასპინძელი ახალგაზრდის წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე „სამხრეთის კარიბჭე“ რატი ზედგინიძის მამას კობა ზედგინიძეს ესაუბრა.
როგორც მამა გვეუბნება, აშშ–ში გაფრენამდე რატის სხვასხვა პროცედურული საკითხები აქვს მოსაგვარებელი, ამიტომ, მედიასთან საუბარს ჯერ თავს არიდებს.

კობა ზედგინიძის თქმით, ოცნება, აშშ–ი ავიაციის ფაკულტეტზე ესწავლა და შემდეგ კარიერა შეექმნა, რატის ბავშვობიდან ჰქონდა. ოცნების ასრულებას კი ერთი წლის წინ შეუდგა. ამერიკის უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაცია მოიძია და იმისათვის, რომ გამოცდების ჩაბარება არ გასჭირვებოდა, ინგლისური ენის შესწავლა დაიწყო: "მხოლოდ ექვსთვენახევირიანი კურსი გაიარა, ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის რომ ტოეფელის გამოცდა ჩაებარებინა. საბოლოოდ შევძელით, რომ ავერეტის უნივერსიტეტს მიწვევა გაეკეთებინა".

მისივე თქმით, ავერეტის უნივერსიტეტის გარდა, ამერიკის კიდევ ხუთი უნივერსიტეტიდან მოუვიდათ დადებითი პასუხი, თუმცა დაფინანსებისათვის ყველაზე კარგი პირობები ამ უნივერსიტეტს ჰქონდა.

17 წლის ახალგაზრდას საავიაციო საქმიანობა მამამ შეაყვარა. კობა ზედგინიძეს მოსკოვში, ავიაციის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული.

„მფრინავი არ ვარ, მაგრამ ავიაციის შესახებ ტექნიკურ საკითხებზე დისერტაცია მაქვს დაცული. ყოველთვის ვუყვებოდი ავიაციაზე და ჩემს ნასწავლს ვუზიარებდი. თვითონაც გაუჩნდა სურვილი ესწავლა და პილოტის პროფესიისთვის დაეკავშირებინა ცხოვრება“, – გვეუბნება რატი ზედგინიძის მამა.

რატი ზედგინიძემ დაბა ასპინძის საჯარო სკოლა წელს დაამთავრა. იგი ამ სკოლის ერთადერთი მოსწავლეა, რომელიც აშშ–ს უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.

ავერეტის უნივერსიტეტი (Averett University) 1859 წელს დაფუძნდა და ვირჯინიის შტატში, ქალაქ დენვილში მდებარეობს.

ასპინძიდან აშშ–ში – რატი ზედგინიძე ამერიკაში გასამგზავრებლად ემზადება

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატი ზედგინიძეს სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში უმასპინძლეს
10 თვეში ნასწავლი ინგლისური და ასრულებული ბავშვობის ოცნება
სამოქალაქო ავიაციის სერვერზე კიბერთავდასხმა განხორციელდა
"მწერლები ევროპული ღირებულებებისათვის" – რატი ამაღლობელი ბორჯომში
რატი დ.–ს ადვოკატმა შესაძლოა განაჩენი გაასაჩივროს
როდის იწყება სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო