FM97.5 / LIVE

როდის იწყება სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 30.08.2016
უმაღლესი სასწავლებლები სასწავლო პროცესის განახლებისათვის ემზადებიან. უნივერსიტეტების უმრავლესობა სწავლას სექტემბრის მეორე ნახევრიდან, ნაწილი კი ოქტომბრის თვიდან დაიწყებს.

როდის იწყება სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 12 სექტემბერს დაიწყება. პირველკურსელებმა რეგისტრაცია 29 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა გაიარონ.

რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის 2 ასლი;
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების პლასტიკური ბარათის ასლი;
3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატი.
4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
5. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD).

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წელი 26 სექტემბერს დაიწყება. პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია კი 6-დან 12 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 10 ოქტომბერს დაიწყება, პირველკურსელთა რეგისტრაცია კი 1 – დან 16 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა 10 ოქტომბერს იწყება, პირველკურსელებს რეგისტრაციას, 1-დან 27 სექტემბერის ჩთვლით შეეძლებათ.

თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლა 12 სექტემბერს იწყება. პირველი კურსის სტუდენტების რეგისტრაცია 7, 8, 9 სექტემბერს 13:00 საათზე და 16:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში იქნება შესაძლებელი.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 1 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით. ხოლო მაგისტრანტებისთვის 1 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით. სწავლა 12 სექტემბერს დაიწყება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყება 19 სექტემბერს. პირველადი რეგისტრაცია შესაძლებელია 5 –დან 17 სექტემბრის (შაბათი) ჩათვლით, გარდა 10–11 სექტემბრისა (შაბათ–კვირა).

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა 15 სექტემბერს იწყება, პირველკურსელთა რეგისტრაცია კი 1 სექტემბრიდან დაიწყება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 19 სეტემბრიდან განახლდება. პირველკურსელები დარეგისტრირება 1-დან 18 სექტემბრის ჩათლით შეძლებენ.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სწავლა 12 სექტემბერს იწყება. აბიტურიენტები, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება, 6 სექტემბრამდე უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში და წარმოადგინონ საბუთები.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 19 სექტემბერს დაიწყება. პირველკურსელთა რეგისტრაცია კი 5–დან და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია 5-დან 16 სექტემბრამდე გაგრძელდება, სწავლა კი 19 სექტემბერს დაიწყება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასწავლო პეოცესი 12 სექტემბრიდან დაიწყება.რაც შეეხება პირველკურსელებს, რეგისტრაცია 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გამოცხადდა.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს პირველკურსელებმა რეგისტრაციისთვის 29 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ. 2016-2017 სასწავლო წელი უნივერსიტეტში 19 სექტემბერს იწყება.

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი – აბიტურიენტებმა, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით გავლის შედეგად მოიპოვეს სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის უფლება, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით. ახალი სასწავლო წელი კი 12 სექტემბერს დაიწყება.

ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლა 19 სექტემბერს იწყება, პირველკურსელთა რეგისტრაციის ვადა კი 2– დან 16 სექტემბრის ჩათვლით განისაზღვრა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა 12 სექტემბერს დაიწყება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
როდის დაიწყება შიდა მობილობა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მობილობისთვის რეგისტრაცია დაიწყო
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში საახალწლო არდადეგები 28 დეკემბერს იწყება