FM97.5 / LIVE

პაუზა ლექსით: "ქართლის მიწავ, უტკბილესო" [Audio]

მთავარიპაუზა–რადიო 09.05.2017
გაეცანით პოეზიას რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" ეთერიდან. ბექა გასიტაშვილი, ამჯერად, მირზა გელოვანის ლექსს კითხულობს, სახელწოდებით "ქართლის მიწავ უტკბილესო".



ქართლის მიწავ, უტკბილესო

ქართლის მიწავ, უტკბილესო,
საყვარელო ქართლის მიწავ,
ჩვენს ცხრათვალა დიად მზეს და
ჩვენს ალისფერ დროშას ვფიცავ!
ამ მწვანე ხეს, ძვლებზე გაზრდილს,
ამ ლოდების ხავსს და ნაჟურს,
კავკასიონს, ცამდე აწვდილს,
შავნაბადას გულდაჟანგულს,
ამ ბუჩქებს და იმ ქერა ნისლს,
დილაობით შენ რომ იცვამ,
დაცემულთა დაქცეულ სისხლს,
დაღუპულთა ხსოვნას ვფიცავ,
ქარსა ვფიცავ, ხეს რომ არხევს,
სანამ ნისლებს შემოახვევს,
სააკაძის ხმალის ნატეხს
უკვდავებით ნათილისმარს,
ნარიყალას წარსულ სახეს,
აწ დარჩენილ ლიბოს ვფიცავ!
ვფიცავ სვანის ნათქვამ ლილეს,
ვფიცავ ჩემი ლექსის ნინევს!-
თუ ოდესმე, როგორც ძველად,
ამ ცას ვინმე შეგვეცილოს...
წმინდა ვალის მოსახდელად
უყოყმანოდ შეგეწირო.
მოვკვდე ისე ღიმილმჩენი,
ვით კვდებოდნენ გმირნი ძველად,
რომ, სამშობლოვ, საქმე ჩემი
დარჩეს შენდა სადღეგრძელოდ.
ჩემო მიწავ! ლაჟვარდებში
ვინც ქარს შეხვდა გამკლავებით,
ვინც გაღეღილ საგულეში
ჩაიბნია ვარსკვლავები,
ვინც შებორკა მტრების ზრახვა
ვინც ქმნის მუდამ იგი მე ვარ
მე ჩემს თბილისს მალე ვნახავ
მე ნაომარ არწივს ვგევარ
შორს სახელი გამივარდა
შორს წასულან ჩემი ხმები
მე ოცი წლის გმირი ვარ და
საუკუნე მიმაქვს მხრებით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პაუზა ლექსით: "ვხვდები რომ თქვენგან მოწერილ სიტყვებს" [Audio]
სამცხე–ჯავახეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორებს ადგილები შეუცვალეს
პაუზა ლექსით: "მიყვარხარ" [Audio]
პაუზა ლექსით: "ლამაზი სიკვდილი" [Audio]
პაუზა ლექსით: "ძველი ჩონგური" – ალექსანდრე საჯაია [Audio]
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს 'საქართველოს მელიორაციის' წარმომადგენლები ქვემო ქართლის რეგიონის ხელმძღვანელებს შეხვდნენ [R]
ფიქსირდება თუ არა აზიური ფაროსანა ქვემო ქართლის რეგიონში