FM97.5 / LIVE

პაუზა ლექსით: "ლამაზი სიკვდილი" [Audio]

მთავარიპაუზა–რადიო 13.06.2017
"ეს ლექსი ჩემი ბიოგრაფიაა, ეს არის რას ვეტრფი და როგორ მინდა ამ ქვეყნიდან წასვლა"– ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედება რუბრიკაში "პაუზა ლექსით".



ლამაზი სიკვდილი

როცა დაიწყებს წყარო საუბარს,
მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,
შემოასკდება როცა ალუბალს
მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.

როცა კვირტები აფეთქდებიან,
მთებს გადიფრენენ ფრთების ტკაცუნით,
როცა ირმები დაფეთდებიან,
მზეს შეხედავენ რქებში ჩაწურვილს.

როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,
როცა მიწაზე მზე და დარი დგას,
ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს
და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.

როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის
საგვირილოდ და საენძელოდა,
ირემი ირემს ბალახს გაუწვდის
და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა.

როცა ძეწნები ატირდებიან
და აკოცებენ ვაზებს ხარდნები, _
შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს,
ავტირდები და ავხარხარდები.

მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,
აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,
გავდიადდები,
გავსულდიდდები
და ავენთები მამულს კელაპტრად.
შევდგები ცერზე, როგორც ავაზა,
ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,
მერე მოვკვდები ისე ლამაზად,
ვით დაიბადა ეს ყველაფერი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘აბასთუმნის ცენტრში გადაღებული ირემი მგლისგან იყო დაკბენილი’ – რეინჯერი
პაუზა ლექსით: "დახუჭე თვალი" [Audio]
ირემი ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში [ფოტო]
პაუზა ლექსით: "მე და შენ" – შოთა ნიშნიანიძე [Audio]
კეთილშობილი ირემი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში
პაუზა ლექსით: "ბეთანიის გზაზე" – ანა კალანდაძე [Audio]
როცა ყველა წინააღმდეგია – ფეხბურთელი გოგონები ახალციხიდან [ვიდეო]