FM97.5 / LIVE

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია მოსახლეობას შეხვდა [Photo]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 30.04.2017
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ ადგილობრივებთან გასვლითი შეხვედრები მოაწყო. ინიციტივის "ვესაუბრები ამომრჩეველს" ფარგლებში, კომისიის წევრებმა და მოხალისეებმა, ადგილობრივებს საარჩევნო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია მოსახლეობას შეხვდა [Photo]

დღეს, 30 აპრილს, N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრები ქალაქის აგრარული ბაზრისა და ავტოსაგდურის ტერიტორიაზე მოაწყეს. მათ მცხოვრებლებს ბროშურები დაურიგეს და საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის, ასევე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

აქტივობა საარჩევნო ადმინისრაციის ახალი ინიციტივის "ვესაუბრები ამომრჩეველს" ფარგლებში გაიმართა. ინიციტივის სლოგანია – "ახლოს ამომრჩეველთან", რაც ამომრჩევლებსა და საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის უშუალო და ეფექტურ კომუნიკაციას გულისხმობს.

"ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, ვაპირებთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სოფლებში გასვლას. ასევე გვექნება ღია კარის დღე. თუმცა ამომრჩევლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოგვმართონ, საოლქო საარჩევნო კომისიაში და ჩვენ მივაწვდით მათ საინტერსო ინფორმაციას, არჩევნებთან დაკავშირებით" – განმარტა N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თეა გავაშელმა.

მისივე ინფორმაციით, გასვლითი შეხვედრებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მიზნად ისახავს ამომრჩეველი იყოს კარგად ინფორმირებული, იცოდეს საკუთარი საარჩევნო უფლებები და გაიგოს თუ რა კეთდება საარჩევნო პროცესების ეფექტურად განხორციელებისთვის.

ახალციხის საოლქო საარჩევნო კოსმიის წევრებთან ერთად, საინფორმაციო აქციაში მოხალისე ახალგაზრდებიც ჩაერთვნენ.

"აღმოჩნდა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას მოსახლეობა კარგად არ იცნობს და საჭიროა მსგავსი აქციებით ამ ადამიანებმადე მივიტანოთ ინფორმაცია. მათ უნდა იცოდნენ რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის. ასეთი აქციები სწორედ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და მეც ამიტომ ჩავერთე"– ამბობს მოხალისე ლაშა ჩილაშვილი.

გასვლითი შეხვედრების გარდა, N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია, საარჩევნო საკითხებზე სასაუბროდ, ღია კარის დღესაც გამართავს. მისი თარიღი ადგილობრივებს გასვლითი შეხვდერების დროს ეცნობებათ.

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია მოსახლეობას შეხვდა [Photo]

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია მოსახლეობას შეხვდა [Photo]

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია მოსახლეობას შეხვდა [Photo]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის საოლქო კომისია გასვლით შეხვედრებს იწყებს
ადიგენის საოლქო კომისიაში ღია კარის დღე გაიმართა
'ვესაუბრებით ამომრჩევლებს' – საინფორმაციო კამპანია ახალციხეში
‘ვესაუბრებით ამომრჩეველს’ – ცესკოს საინფორმაციო კამპანია ახალციხეში
ასპინძის საოლქო კომისიამ დასკვნითი საჯარო შეხვედრა გამართა
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს