FM97.5 / LIVE

8 ივნისიდან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

მთავარისიახლე, არჩევნები 09.06.2016
გუშინ, 8 ივნისს, მას შემდეგ, რაც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულებებს, საქართველოში ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია.

8 ივნისიდან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

საპარლამენტო არჩევნები და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება. წინასაარჩევნო კამპანია 4 თვეს გაგრძელდება.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდანვე ძალაში შევიდა შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს.
მოქმედება დაიწყო ”საარჩევნო კოდექსით” დაწესებულმა ყველა იმ აკრძალვამ, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.

განკარგულებები, როგორც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ პრეზიდენტის ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

ორივე განკარგულების კონტრასიგნაციის საკითხი მთავრობამ 6 ივნისის სხდომაზე განიხილა და პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი მოიწონა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო
პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა
გამჭვირვალობა: წინასაარჩევნო პერიოდში ხელფასების მატება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად აღიქმება
ცესკომ საარჩევნო ღონისძიებების განრიგი  დაამტკიცა
საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 22 ოქტომბერს ჩატარდება
'სამართლიანმა არჩევნებმა' წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი დაასრულა