FM97.5 / LIVE

თვითმმართველობის რეფორმა და მისი შედეგები–დღეს ახალციხეში დისკუსია გაიმართება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.04.2017
დღეს, 13 აპრილს, 16:00 საათზე, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება დისკუსია თემაზე: თვითმმართველობის რეფორმა და მისი შედეგები.

თვითმმართველობის რეფორმა და მისი შედეგები–დღეს ახალციხეში დისკუსია გაიმართება

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი თვითმმართველობის, ხელისუფლების საკანონმდებლო შტოს წარმომადგენლები, აგრეთვე თვითმმართველობის ექსპერტები: მაგდა პოპიაშვილი, საქართველოს მედია კლუბის თავმჯდომარე და ირაკლი მელაშვილი, ექსპერტი თვითმმართელობის საკითხებში, რომლებიც წარმოადგენენ არგუმენტებს დეცენტრალიზაციის უპირატესობებსა და გამოწვევებზე: არჩევითობა და მისი პოლიტიკური სიძლიერე, ოპტიმიზაცია თუ მეტი თვითმმართველი ქალაქი.

შეხვედრის მიზანია საზოგადობის ჩართულობის გაზრდა დისკუსიაში თემაზე, თუ რა მიღწევები აქვს თვითმმართველობის რეფორმას, რა მოლოდინები გააჩინა თვითმმართველობის კოდექსმა და როგორ უპასუხა საქართველოს ხელისუფლებამ ამ მოლოდინებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს ხელისუფლებამ 2013-2014 წლებში განახორციელა. რეფორმა მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მეტ ჩართულობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მეტად დეცენტრალიზებას.

2014 წლიდან თვითმმართველი ქალაქების რიცხვს ახალციხეც შეემატა. თუმცა, მიმდინარე წელს საუბარი დაიწყო 7 ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის მოხსნაზე და ამ ქალაქებს შორისაა ახალციხეც.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის ივნისში გაიმართება
მერისა და გამგებლის არჩევითობამ სტაბილური განვითარება მოიტანა  – ინტერვიუ ირაკლი მელაშვილთან [Audio]
თვითმმართველობის კოდექსს რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნობიან
თსუ–ს სტუდენტები ახალციხის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ
დისკუსია  თვითმმართველობის შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა