FM97.5 / LIVE

'ერთი წიგნით გამთბარი გული' – ემიგრანტებს ქართულ წიგნებს გაუგზავნიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.04.2017
იწყება კამპანია “წიგნები საქართველოდან“, რომლის მიზანია შეიქმნას ქართული ბიბლიოთეკა ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის. კამპანიაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

'ერთი წიგნით გამთბარი გული' – ემიგრანტებს ქართულ წიგნებს გაუგზავნიან

კამპანია„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ორგანიზაცია "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით იწყება.

“ვერანაირი მატერიალური კეთილდღეობა ვერ გადაწონის იმ სულიერ ტკივილს, რასაც ემიგრანტი განიცდის. ვისაც არასოდეს უტარებია ემიგრანტობის ტვირთი, მისთვის ძნელია გულთან ახლოს მიიტანოს ის პრობლემები, რაც უცხოობაში მყოფ ადამიანს სამშობლოს მიტოვებისთანავე ექმნება. ამ სიტყვებს ათასობით ემიგრანტი ქართველისგან ვისმენთ და ვწუხვართ ხოლმე, რომ მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევა ხშირ შემთხვევაში, არ შეგვიძლია. თუმცა, თუკი მოვინდომებთ, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი ელემენტარული, უმნიშვნელო ქმედებით, შეგვიძლია მათი მხარდაჭერა და თანადგომა“, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციების სახელით უკვე გავრცელდა სოციალურ ქსელში.

ორგანიზატორების თქმით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ემიგრანტებს უამრავ პრობლემასთან ერთად, ერთი, ჩვენთვის მარტივად მოსაგვარებელი პრობლემაც აქვთ - არ აქვთ ქართული წიგნები და ბიბლიოთეკა: „ჩვენ კი შეგვიძლია, რომ ჩვენგან გაგზავნილი ერთი წიგნით და სიტყვით ბევრ ჩვენგან შორსმყოფ ადამიანს გავუთბოთ გული. მოვინდომოთ და ერთად შევქმნათ წიგნის ბანკი ემიგრანტებისთვის“.

კამპანიას „წიგნები საქართველოდან“, სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი მოქალაქე შეუერთდება. ამისთვის, მხოლოდ ერთი წიგნი და სურვილია საჭირო. ახალციხეში კამპანიას „ახალციხის გენდერის მედიაცენტრი“ ხელმძღვანელობს.

მსურველებმა, ცენტრში, რომლის მისამართია, ახალციხე, დიდიმამიშვილის ქუჩა, N16, ("სამხრეთის კარიბჭეს" რედაქცია) უნდა მოგვიტანოთ გასაგზავნი წიგნი და მოკლე აღწერა, თუ რატომ არის თქვენთვის ღირებული ესა თუ ის წიგნი და რატომ უგზავნით ამ წიგნს ემიგრანტებს. მის გაგზავნას ჩვენ უზრუნველვყოფთ.

კამპანიის ფარგლებში, იქმნება ფოტო-გალერეაც - თქვენი წიგნი, სელფით, აღწერითურთ, კამპანიის გვერდზე (https://www.facebook.com/events/1226990587417970/) განთავსდება, ჰეშთეგით: #წიგნებისაქართველოდან

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘აჩუქე წიგნი’ – ახალციხე გიორგი კეკელიძის ინიციატივას შეუერთდა
სომხურენოვანი საინფორმაციო გამოშვება – 4 აპრილი [Audio]
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 4 აპრილი [Audio]
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებს საჩუქრად 1 800 წიგნი გადაეცა
სომხურენოვანი საინფორმაციო გამოშვება – 5 აპრილი [Audio]
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 5 აპრილი [Audio]
ახალციხეში ახალი ‘მოხეტიალე წიგნები’ გამოჩნდა