FM97.5 / LIVE

მოქალაქე ამბობს, რომ ყოფილი პოლიციელი პოლიციის სახელით ემუქრება

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 29.03.2017
ახალციხეში მცხოვრები სვეტა აივაზიანი, რომელსაც ასევე ახალციხეში მცხოვრები მალხასიანებისთვის ნათხოვარი და დალომბარდებული ოქროს ნივთები აქვს დასაბრუნებელი და ჯერ ვერ უბრუნებს, ამბობს, რომ ყოფილი პოლიციელი მას პოლიციის სახელით ემუქრება.

მოქალაქე ამბობს, რომ ყოფილი პოლიციელი პოლიციის სახელით ემუქრება

სვეტა აივაზიანმა, რომელიც თაბუკაშვილის ქუჩაზე ტანსაცმლით ვაჭრობს, მალხასიანებისგან გასული, 2016 წლის ზაფხულში, ოქროს ნივთები ითხოვა. სვეტას შვილისთვის, რომელიც სამუშაოდ იტალიაში მიდიოდა, თანხა სჭირდებოდა და მალხასიანებისგან ნათხოვარი ოქრო დააგირავა. ნივთების ნაწილი „საქართველოს ბანკში“, ნაწილი კი სხვა ლომბარდში ჩადო და ჯამში 1500 ლარამდე თანხა აიღო.

როგორც სვეტა აივაზიანი გვიყვება, დაგირავებული ოქროს დროულად გამოხსნა ვეღარ შეძლო და მალხასიანებმა პოლიციაში იჩივლეს.

„საქართველოს ბანკიდან“ უკვე გამოვიტანე მათი ოქროები და პოლიციას ჩავაბარე, მეორე ლომბარდიდან კი ჯერ ვერ გამომაქვს, 1 050 ლარი მინდა, რომ დავიხსნა. გამოტანაზე და დაბრუნებაზე უარს კი არ ვამბობ, ვითხოვ ვადას, რომ რამდენიმე თვის პენსია წინასწარ გამოვიტანო და ვალი დავფარო“, – ამბობს სვეტა აივაზიანი.

მისი თქმით, შემოდგომის, ანუ მას შემდეგ, როცა მას პოლიციაში უჩივლეს, მის მაღაზიაში სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი ზაზა ზაზაძე ორჯერ მივიდა. ბოლოს კი შაბათს, 25 მარტს ჯერ დაურეკა, შემდეგ კი სახლში მიაკითხა.

„მშობლების სასაფლაო გავწმინდე და მერე მეზობელთან ვიჯექი, დამირეკა, სად ხარო. ვუთხარი, რომ ხიდთან ახლოს მეზობლის სახლია და იქ ვიყავი. მერე სახლში გავედი და იქ მოვიდა, საღამოს ცხრა საათი იქნებოდა დაახლოებით“, – გვიყვება სვეტა აივაზიანი და მის ტელეფონზე ზაზა ზაზაძის ნომრით შესულ ზარებს გვიჩვენებს.

მისი თქმით, ყოფილი პოლიციელი მას დაემუქრა: „მაშინებს, ოქრო მალე გამოიტანეო. თუ მალე არ მისცემ, საქმე ცუდად გექნებაო. სახლს დაგიყადაღებენო. შენ შვილს კიდევ დაადეპორტებენ და იქიდან ან ცოცხალი ჩამოვა ან მკვდარიო. შენც პრობლემები შეგექმნებაო“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციაში მალხასიანების საჩივარი ოქროს დაბრუნებასთან დაკავშირებით, ნამდვილად შესულია და ამ საქმის შესწავლა მიმდინარეობს. რაც შეეხება ზაზა ზაზაძეს, ის მათი თანამშრომელი აღარაა: „თვეების წინ მუშაობდა, მაგრამ ახლა პოლიციაში აღარაა“.

რა სტატუსით ესაუბრა ზაზა ზაზაძე სვეტა აივაზიანს, ან საერთოდ რატომ შეხვდა მას, ამის შესახებ ზაზაძეს ტელეფონის საშუალებით ვკითხეთ, თუმცა მან საუბარი არ ისურვა.

„არა ქალბატონო“, – გვითხრა მან და ტელეფონი გაგვითიშა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის ლევან ვეფხვაძის თქმით, ამ შემთხვევაში გამოძიება მუქარის მუხლით უნდა დაიწყოს: „თუ მუქარა მიმართული იყო ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ან ქონების საწინააღმდეგოდ და რაც მთავარია ეს რეალურად იქნა აღქმული ამ ქალის მიერ, უნდა გამოიძიონ. აქ სხვა მექანიზმი არ არსებობს, რადგან ვერ გააკონტროლებ ყოფილი პოლიციელი პოლიციის სახელს სადმე გამოიყენებს თუ არა“.

დაიწყება თუ არა ძიება მუქრის მუხლით, უცნობია, თუმცა ვიდრე ეს გაირკვევა, მალხასიანები აივაზიანებს ოქროს ნივთების დაბუნებას სთხოვენ.

„იტალიაში მივდივარ 10 აპრილს და ჩემი ოქროები მინდა, ვერ დავიცდი. ფული აქვთ, ვიცი და ლომბარიდან ოქროები გამომიტანონ“, – ამბობს ირინა მალხასიანი.

სვეტა აივაზიანი ამ ნივთების დასაბრუნებლად ვადას ორ თვეს ითხოვს.

„ვადის მიცემა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, თუ არ მისცემენ დროს, მაშინ გამოსავალია სასამართლოს მიმართონ, თუმცა საქმის დასრულებას ორ თვეზე მეტი აქაც დასჭირდება“, – ამბობს იურისტი ლევან ვეფხვაძე.

სვეტა აივაზიანი კი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც პოლიციის ყოფილი თანამშრომელი დაემუქრა, ყოველ ღამე შიშით იძინებს: „სახლში მარტო ვცხოვრობ, მეშინია რამე არ გამიკეთონ“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე  ბინა გაქურდეს
მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებული ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა
'ეს ამბავი არ 'გააბაზრო', თორემ შენც დაგიჭერენ და ჩვენცო' – სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებენ
‘პოლიციაში გამლახეს’ – ბრალდებულმა სასამართლოში ზეწოლაზე ისაუბრა
ბორჯომის საკრებულოში მომხდარზე შსს–მ ძიება მუქარის მუხლით დაიწყო
ახალციხეში, საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათიდან პირს ფული მოუხსნეს