FM97.5 / LIVE

ინციდენტი ახალქალაქში პატრულის მიერ მძღოლის დაჯარიმების გამო [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 29.03.2017
ახალქალაქში, პატრულის მიერ ერთ–ერთი მძღოლის დაჯარიმებას, მცირე ინციდენტი მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე მოქალაქეები შეიკრიბნენ, რის გამოც, ქალაქის ცენტრში, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მოძრაობა შეფერხდა.

ინციდენტი ახალქალაქში პატრულის მიერ მძღოლის დაჯარიმების გამო [Video]

ინციდენტი მოქალაქესა და პატრულს შორის ახალქალაქში. ფოტო: © jnews.ge


შემთხვევა ახალქალაქში დღეს, 29 მარტს, დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. Jnews.ge–ს ჟურნალისტის ქრისტინა მარაბიანის ინფორმაციით, პატრულის ეკიპაჟმა ერთ–ერთ ახალგაზრდას ჯარიმა ღვედის არქონის გამო დაუწერა, თუმცა, მძღოლი ირწმუნება, რომ ღვედი ეკეთა და ჯარიმას არ იმსახურებდა.

ჟურნალისტის თქმით, მძღოლს თვითმხილველებიც ჰყავს, რომლებიც ამბობენ, რომ ახალგაზრდას ღვედი ნამდვილად ეკეთა. თუმცა, საპირისპიროს აცხადებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.




პატრულის ეკიპაჟსა და მძღოლის შელაპარაკების გამო, შემთხვევის ადგილზე მალევე მოქალაქეები შეიკრიბნენ, რამაც ქალაქის ცენტრში მოძრაობა შეაფერხა. შეკრებილი მძღოლები ამბობდნენ, რომ პატრული მათ ხშირად აჯარიმებს დაუმსახურებლად.

მოლაპარაკებების შემდეგ, დაჯარიმებული მძღოლი და პატრულის თანამშრომელი შეთანხმდნენ, რომ ამბის გასარკვევად საპატრულო პოლიციის მანქანის ვიდეოთვალის ჩანაწერი ნახონ.

ინციდენტი ახალქალაქში პატრულის მიერ მძღოლის დაჯარიმების გამო [Video]

შეფერხებული მოძრაობა. ფოტო: © jnews.ge


„შეთანხმდნენ, რომ თუ აღმოჩნდება, რომ მძღოლს ღვედი ეკეთა, პატრული ბოდიშს მოიხდის. თუ ასე არ იყო, მაშინ ახალგაზრდა გადაიხდის ჯარიმას“, – ამბობს ქრისტინა მარაბიანი.

მისივე ინფორმაციით, ამ შეთანხმების შემდეგ ახალქალაქში შეკრებილები დაიშალნენ. ჟურნალისტის თქმით, ეს მსგავსი ხალხმრავლობის პირველი შემთხვევა არ არის, ბოლო პერიოდში ასეთი ინციდენტები ახალქალაქში ხშირად ხდება.




საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მძღოლის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას ადასტურებენ.ნახეს თუ არა ვიდეოკამერის ჩანაწერი, შეთანხმებისამებრ, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია არ აქვთ. უწყებაში ამბობენ, რომ თუ მოქალაქე ფიქრობს, რომ ჯარიმას არ იმსახურებდა, შეუძლია გაასაჩივროს.

ინციდენტი ახალქალაქში პატრულის მიერ მძღოლის დაჯარიმების გამო [Video]

ინციდენტი მოქალაქესა და პატრულს შორის ახალქალაქში. ფოტო: © jnews.ge


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაპირისპირება საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატსა და პატრულს შორის
ახალქალაქში ორი მოქალაქის დაკავებას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა
ახალქალაქში დაკავებული 2 პირი ხელწერილით გაათავისუფლეს
დაპირისპირება ახალქალაქში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის [Photo//Video]
პატრულის თანამშრომლებმა მძღოლ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს [Photo]
Jnews: ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებული სამი პირია
თვითმხილველი: პატრული ფეხითმოსიარულეს დაეჯახა