FM97.5 / LIVE

ახალციხელმა სპორტსმენმა კიკბოქსინგის ტურნირზე პირველი ადგილი აიღო [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.03.2017
ახალქალაქში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე, 35 კილოგრამ წონით კატეგორიაში, პირველი ადგილი ახალციხელ, 11 წლის, ირაკლი ნოზაძეს ერგო.

ახალციხელმა სპორტსმენმა კიკბოქსინგის ტურნირზე პირველი ადგილი აიღო [Photo/Video]

კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი ახალქალაქში 25–26 მარტს მიმდინარეობდა. ტურნირში, საქართველოსა და სომხეთიდან, 160 სპორტსმენი მონაწილეობდა.

კიკბოქსინგი არის სპორტული ორთაბრძოლა, რომელიც 1960-იან წლებში აღმოცენდა. განასხვავებენ ამერიკულ კიკბოქსინგს (სრული კონტაქტი, სრული კონტაქტი დაბალი დარტყმით, ნახევრად კონტაქტი, მსუბუქი კონტაქტი, მსუბუქი დარტყმით), იაპონურ კიკბოქსინგს (K-1 ფორმატის), სოლო კომპოზიციებს (მუსიკალური ფორმები). ფართო გაგებით, სიტყვა "კიკბიქსინგში" ზოგჯერ გვესმის სხვადასხვა კონტაქტური ორთაბრძოლები, რომელთა წესებით ნებადართულია დარტყმები ხელებით და ფეხებით, ეკიპირებაში კრივის ხელთათმანების გამოყენებით.

ახალციხელმა სპორტსმენმა კიკბოქსინგის ტურნირზე პირველი ადგილი აიღო [Photo/Video]

ფოტო: © jnews.ge


ტურნირი, ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში, საქართველოს კიკ–ბოქსინგისა და ტაი–ბოქსინგის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, სხვადასხვა ჯილდო ტურნირის 120–მა მონაწილემ მიიღო.

„სომხეთიდან მონაწილეები გიუმრიდან, ერევნიდან და არმავირიდან იყვნენ, საქართველოდან კი თბილისის, ზუგდიდის, გორის, ქუთაისის, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მცხოვრებლები მონაწილეობდნენ“, – განაცხადა jnews.ge-სთან საუბარში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსმა ვალერი სტელმაშოვმა

ახალციხელმა სპორტსმენმა კიკბოქსინგის ტურნირზე პირველი ადგილი აიღო [Photo/Video]

ფოტო: © jnews.ge


მისივე ინფორმაციით, ახალქალაქის, ტრენერ სერგეი ტონაკანიანის გუნდმა, 6 ოქრო, 4 ვერცხლი დ 1 ბრინჯაოს მედალი მიიღო; ასევე ახალქალაქის, თუმცა, ტრენერ პოღოს ჩივჩიანის გუნდმა კი 4 ოქრო და 2 ვერცხლი;

ნინოწმინდელმა სპორტსმენებმა ორი მეორე ადგილი მოიპოვეს. ახალციხელმა მონაწილემ, ირაკლი ნოზაძემ, კი პირველი ადგილი და ოქროს მედალი მიიღო.

ახალციხელმა სპორტსმენმა კიკბოქსინგის ტურნირზე პირველი ადგილი აიღო [Photo/Video]

ფოტო: © jnews.ge


11 წლის ირაკლი ნოზაძეს ჯილდო 35 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებისთვის ერგო.

„ველოდი წარმატებას, მომზადებული ვიყავი, ვვარჯიშობდი ყოველდღე და მასწავლებელიც ხელს მიწყობდა“, – ამბობს ირაკლი, რომელიც სპორტის ამ სახეობას სამი წელია მიყვება.

როგორც მისი მწვრთნელი, ზურა ნაროზაული ამბობს, ეს ირაკლის პირველი სერიოზული შეჯიბრი იყო: „ტურნირზე მხოლოდ ირაკლი მყავდა გაყვანილი. ძალიან კმაყოფილი ვარ, ყოჩაღი ბიჭია, უშიშარია, არ დაიბნა და გაიმარჯვა“.

როგორც ნაროზაული განმარტავს, მათ გამარჯვება მხოლოდ კიკ–ბოქსინგში (ფეხით და ხელით ჩხუბი) მოიპოვეს, რადგან 1997 წლის ზევით დაბადებული მონაწილეებისთის, მხოლოდ ეს სახეობა იყო. რაც შეეხება ტაი–ბოქსინგს, ანუ ბრძოლას k1 წესებით( ჩხუბი ფეხის, ხელის, მუხლის და იდაყვის დახმარებით) მას იყენებდნენ მხოლოდ 1996–97 წელში დაბადებული სპორტსმენები.


ირაკლის ბრძოლა. ვიდეო: © ზურა ნაროზაული


[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელმა სპორტსმენებმა კიკბოქსინგში 2 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი აიღეს
კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირში ახალციხელმა სპორტსმენებმა მეორე ადგილი დაიკავეს
ნინოწმინდელმა სპორტსმენებმა პოლონეთში კიკბოქსინგის ტურნირში წარმატება მოიპოვეს
მძლეოსნობის რესპუბლიკური ჩემპიონატი  ახალციხეში
სამი ოქრო და გუნდური მეორე ადგილი ძალისმიერ წოლჭიმში
საერთაშორისო ტურნირზე სამბოში ახალციხელმა ბექა ბერძენიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
2 ოქრო, 6 ვერცხლი და 6 ბრინჯაო - ახალციხელმა მძლეოსნებმა ჩემპიონატში გაიმარჯვეს