FM97.5 / LIVE

სოფლის გათანამედროვების სამთავრობო გეგმა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 17.03.2017
„თანამედროვეა სოფელი, როდესაც ათვისებული გვაქვს აგრარული პოტენციალი, განვითარებული გვაქვს ტურიზმი და აგროტურიზმი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა
სოფლის განვითარების 2017-2020 წლის სტრატეგიის წარდგენისას.

სოფლის გათანამედროვების სამთავრობო გეგმა
პრემიერის განმარტებით, გასული 4 წლის განმავლობაში სოფლის ხელშეწყობისთვის გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რამაც შექმნა სრული საფუძველი სოფლის განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად.

მისივე თქმით, თანამედროვე სოფელი უნდა წარმოადგენდეს სივრცითი მოწყობითა და სწორი დაგეგმარებით შექმნილ მიზიდულობის ახალ ცენტრს, როდესაც ახალი გზებით, რკინიგზის სადგურებით, აეროპორტებით ისარგებლებენ, როგორც სოფლის მცხოვრებლები, ისე სოფელში ჩასული ტურისტები.

„თანამედროვეა სოფელი, როდესაც ათვისებული გვაქვს აგრარული პოტენციალი, განვითარებული გვაქვს ტურიზმი და აგროტურიზმი. თანამედროვე სოფელში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის იქნება განათლება და ჯანდაცვა, სოფლის მცხოვრებლები ჩართულები იქნებიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ ღონისძიებებში. ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე სოფელს, როცა ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ვაშენებთ ტექნოპარკებს. დაწყებულია საყოველთაო ინტერნეტიზაციის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რაც უზრუნველყოფს წვდომას მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე, რომელიც ყველა სოფელში ყველა ოჯახს გაუჩენს ახალ შესაძლებლობებს, შეიტანს მეტ ინფორმაციას და განათლებას“, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა სტრატეგიის წარდგენისას.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედების მნიშვნელობას: „სოფლის, ქალაქის, ქვეყნის ყველა მოსახლე მალე, სულ რამდენიმე დღეში ისარგებლებს უვიზო მიმოსვლის სიკეთით. ეს კიდევ ერთი ფურცელია საქართველოს რეგიონული განვითარების თვალსაზრისით. ეს ის ახალი შესაძლებლობაა, რომელიც საქართველოს სოფლად მცხოვრებ მცირე მეწარმეებს შეექმნათ, რათა დამყარონ კავშირები ევროპაში შესაძლო პარტნიორებთან, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენაში, შეიცნონ და გამოიყენონ ის ახალი შესაძლებლობები, რასაც უვიზო მიმოსვლა სთავაზობს საქართველოს ყველა მაცხოვრებელს“.

პრემიერ–მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელება დიდი სტიმული იქნება სოფლად ბიზნესის განვითარებისთვის– სოფლებში ხელმისაწვდომი გახდება ახალი ტექნოლოგიები, გაუმჯობესდება წვდომა მომსახურების სფეროზე.

მისივე თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ეფექტურ კოორდინაციას გაუწევს როგორც სტრატეგიის განხორციელებას, ისე კონკრეტულ ინიციატივებს, რაც სოფლის მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით დაიგეგმება.

სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება განხორციელდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ევროკავშირის (EU) დახმარებით და გაეროს ორი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
სოფლის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია, რომელიც 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების საკვანძო საკითხებს განსაზღვრავს, დამსწრე საზოგადოებას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წარუდგინა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა.


ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გახსნა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და გაეროს განვითარების პროგრამას სტრატეგიის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სწორი მიდგომით შესაძლებელი გახდება არსებითად შეიცვალოს საქართველოში სოფლის მცხოვრებთა მდგომარეობა.
[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ოთარ დანელია: ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა იწყება [R]
ბორჯომში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამუშაო შეხვედრა გამართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროშო ექსტენციის სტრატეგიის პროექტი განიხილეს [R]
ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს ახალციხეში ტრენინგზე იწვევენ
ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქში სოფლის განვითარების პროექტი იწყება
ოთარ დანელია ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ახალ ატაშეს შეხვდა [R]
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი FAO-ს რეგიონულ კონფერენციას ესწრება [R]