FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეებს ტესტირების გარეშე შეარჩევენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.03.2017
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა საჯარო მოხელეების შესარჩევად კონკურსს აცხადებს, თუმცა ამჯერად აპლიკანტებს ტესტირების გავლა არ მოუხდებათ.

ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეებს ტესტირების გარეშე შეარჩევენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 18 პოზიციაზე ვაკანსია 1 მარტს გამოაცხადა. მსურველებს ელექტრონულად განაცხადის შევსება 10 მარტამდე შეუძლიათ.

როგორც, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ საბუთების გადარჩევის შემდეგ, აპლიკანტები მხოლოდ გასაუბრებას გაივლიან და ვაკანტურ პოზიციებზე ისე დაინიშნებიან.

„თვითმართველობის კოდექსის მიხედვით ტესტირების ჩატარება აუცილებელი აღარ არის. აპლიკანტები ჩააბარებენ თუ არა გამოცდებს ეს უკვე დამსაქმებლის სურვილია, ამიტომ ამ შემთხვევაში მხოლოდ ორ ეტაპს გავატარებთ“, – ამბობს გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ბაია იველაშვილი.

ახალციხის გამგეობის გადაწყვეტილება საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატისთვის, მაკა სუდაძისათვის მიუღებელია: „ეს გაიოლებული ფორმა ცოტა საეჭვოა. ადვილი შესაძლებელია, კომისიამ, ან გამგებელმა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღონ თანამშრომლები, რა თქმა უნდა ამის წინააღმდეგი ვარ“.

მისთვის ასევე მიუღებელია გამგეობაში კადრების მატება: „მე დასაქმების წინაათღმდეგი კიარ ვარ, უბრალოდ ეს გამგეობის ბიუჯეტის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ადგილობრივებს იმაში შეუწყონ ხელი რომ სადმე ბიზნესში დასაქმდნენ და არა გამგეობაში“.

ბაია იველაშვილი კი ამბობს, რომ აღნული პოზიციები ამ დრომდე ვაკანტური იყო და გამგეობის სრუყოფილი მუშაობისთვის მათი შევსება მნიშვნელოვანია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანსია შემდეგ პოზიციებზეა გამოცხადებული:

გამგებლის თანაშემწე (თანამდებობრივი სარგო 800 ლარი);

ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი (თანამდებობრივი სარგო 800 ლარი);

ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მშენებლობის განყოფილების უფროსი (თანამდებობრივი სარგო 800 ლარი);

მთავარი სპეციალისტი ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის საკითხებში (თანამდებობრივი სარგო 560 ლარი);

არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი (თანამდებობრივი სარგო 800 ლარი);

მთავარი სპეციალისტი არქმშენინსპექციისა და ზედამხედველობის საკითხებში (თანამდებობრივი სარგო 560 ლარი);

წამყვანი სპეციალისტი–გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში (თანამდებობრივი სარგო 540 ლარი);
გამგებლის წარმომადგენელი პამაჯის ტერიტორიულ ერთეულში (თანამდებობრივი სარგო 950 ლარი);

წამყვანი სპეციალისტი–გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე კლდის ადმინისტრაციულ ერთეულში (თანამდებობრივი სარგო 540 ლარი);

წამყვანი სპეციალისტი–გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე ურავლის ადმინისტრაციულ ერთეულში (თანამდებობრივი სარგო 540 ლარი);

ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი (თანამდებობრივი სარგო 800 ლარი);

წამყვანი სპეციალისტი–გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე აწყურის ადმინისტრაციულ ერთეულში (თანამდებობრივი სარგო 540 ლარი);

წამყვანი სპეციალისტი–გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე წყრუთის ადმინისტრაციულ ერთეულში (თანამდებობრივი სარგო 540 ლარი);

წამყვანი სპეციალისტი–გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე სხვილისის ადმინისტრაციულ ერთეულში (თანამდებობრივი სარგო 530 ლარი);

წამყვანი სპეციალისტი–გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე პამაჯის ადმინისტრაციულ ერთეულში (თანამდებობრივი სარგო 540 ლარი);

წამყვანი სპეციალისტი–გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე სვირის ადმინისტრაციულ ერთეულში (თანამდებობრივი სარგო 540 ლარი);

წამყვანი სპეციალისტი–გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე ანდრეაწმინდის ადმინისტრაციულ ერთეულში (თანამდებობრივი სარგო 540 ლარი);

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის  გამგეობა 7 თანამშრომლის შესარჩევად კონკურსს აცხადებს
ახალციხის გამგეობა 25 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
ახალციხის მერია 13 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
ახალციხის მერიამ 13 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის გამგეობამ მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო
ასპინძის გამგეობამ ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა