FM97.5 / LIVE

ადიგენში „ბერიკაობისთვის“ ემზადებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.02.2017
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფელ არალში „ბერიკაობის“ ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა. ღონისძიება 16–დან 19 მარტამდე გაიმართება.

ადიგენში „ბერიკაობისთვის“ ემზადებიან
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი 1 525 ლარზე 27 თებერვალს გამოაცხადა. მსურველებს ტენდერში მონაწილეობა 3 მარტიდან შეეძლებათ.

სოფელ არალში ღონისძიება 16–დან 19 მარტამდე გაიმართება.

სამი დღის განმავლობაში არალში მოეწყობა შეჯიბრება ჭიდაობაში. მეოთხე დღეს, 19 მარტს გაიმართება კოსტუმირებული წარმოდგენა „ბერიკაობა“, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი ახალგაზრდები მიიღებენ.

პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენებს საჩუქრად თანხა გადაეცემათ, დანარჩენებს კი ფასიანი საჩუქრები და მედლები.

აბსოლიტურ წონით კატეგორიაში: პირველი ადგილი -100 ლარი, მეორე ადგილი 70 ლარი, მესამე ადგილი 50 ლარი;

I ადგილზე გასული მოჭიდავეებისათვის (30,35,40,45,50,55,60,65,70 კგ წონით კატეგორიებში) - ელექტრო ჩაიდანი;

II ადგილზე გასული მოჭიდავეებისათვის (30,35,40,45,50,55,60,65,70 კგ წონით კატეგორიებში) - კედლის საათი;

III ადგილზე გასული მოჭიდავეებისათვის (30,35,40,45,50,55,60,65,70 კგ წონით კატეგორიებში ) - წვენის ჭიქები კომპლექტში 6 ცალი;

ტერმინი ბერიკაობა განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელ სანახაობას აღნიშნავს და ნაწარმოებია საერთო ქართველური ძირიდან „ბერ“ (შვილი). ბერიკაობაში სხვადასხვა ფორმებში გადაცმული ბერიკები მონაწილეობენ. სცენარი შეიცავს ქართველი ხალხის დამპყრობლისადმი წინააღმდეგობის, ასევე, ავადების, ეკლესიის მსახურთა, მოსამართლეთა საქმიანობის მამხილებელ სცენებს.

ბერიკაობის დროს, ერთს ბერიკად რთავენ (ტანზე გადმობრუნებულ ქურქს აცმევენ. თავზე დიდ ბეწვიან ქუდს ახურავენ, მატყლის ან თხის ბალანის ულვაშებს უკეთებენ და დიდ ჩიბუხს აჭერინებენ), მეორეს (მამაკაცს) პატარძლად კაზმავენ. ბერიკის კაცები ბერიკის ბრძანებისამებრ მოქმედებენ. მაყურებლები ცდილობენ პატარძალი მოიტაცონ.

ჩვენამდე ბერიკაობის 100-მდე სიუჟეტია მოღწეული. მათი უმეტესობა კომიკურია და ძირითადად შექმნილია საყოფაცხოვრებო თემაზე. ბერიკაობა სამგვარი წყობისაა: კარდაკარ სასიარულო, მოედანზე სათამაშო და სადარბაზო.

სამცხე–ჯავახეთში სადარბაზო ბერიკაობაა გავრცელებული. ბერიკაობა წლების განმავლობაში ადიგენის სოფლებში, უდესა და არალში და ახალციხეში, ვალეში იმართებოდა. ბოლო წლებში, ხალხური წარმოდგენა სულ უფრო იშვიათად იმართება.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ბერიკაობა’ ვალეში [Photo]
ვალეში 'ბერიკაობა' გაიმართა
„ბერიკაობა“ ვალეში [Video]
ვალეში „ბერიკაობა“ გამართეს[Photo]
ადიგენში „შუამთობის“დღესასწაულისთვის ემზადებიან
ვინ გახდნენ სპორტული შეჯიბრებების გამარჯვებულები
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებების ნაწილი დასრულდა