FM97.5 / LIVE

დასუფთავების მასშტაბური აქცია

მთავარისაზოგადოება 11.05.2012
სახელწოდებით - ახალციხე - სუფთა ქალაქი, 11 მაისს ახალციხეში დასუფთავების აქცია მოეწყო, რომელსაც წინ სამუშო შეხვედრები და საინფორმაციო კამპანია უძღოდა

აქცია, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და USAID-ის მიერ დაფინანსებული დემოკრატიული მმართველობის პროგრამის (G3) ინიციატივითა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა ’’დავასუფთაოთ საქართველოს’’ დახმარებით მოეწყო.

დასუფთავების აქციაში ჩაერთვნენ: ადგილობრივი თვითმართველობის (გამგეობისა და საკრებულოს) თანამშრომლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები: ’’დემოკრატ მესხთა კავშირი“, „ტოლერანტი“, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები: „აწყური“,„ეკოდახა“ და „სამყარო“, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი, პროფესიული კოლეჯი „ოპიზარი“, ს-ჯ-ის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია, პოლიტიკური გაერთიანება ’’ქრისტიან-დემოკრატების’’ ახალგაზრდული ფრთა, ახალციხის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლები, ქალაქის პირველი, მეორე და მეექვსე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლისა და კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლეები.

წინასწარ განსაზღვრული გეგმის თანახმად, რომელიც 10 მაიის, ’’დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გამართულ დისკუსიაზე შეიმუშავეს, აქციის პირველი ნაწილი საინფორმაციო კამპანიას დაეთმო, - ადგილობრივებს საინფორმაციო მასალა დაურიგდა. მეორე ნაწილის მიხედვით კი ყველა ორგანიზაციამ თუ ქალაქის მცხოვრებმა მისი საცხოვრებლისა და სამუშაო ადგილის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა.

აქციას წინ უძღოდა საინფორმაციო კამპანია, რომელშიც ჩართული იყო ადგილობრივი მედია. აქციის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია პრესისა და ტელევიზიის საშუალებით მიეწოდებოდა. გარდა ამისა, ინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობდნენ „დემოკრატ მესხთა კავშირის“ „ახალგაზრდული საკრებულოსა“ და „ახალგაზრდული კლუბების“ წევრები, რომლებიც ქალაქის ქუჩებში საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდნენ.

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, 11 მაისს დასუფთავდა ქალაქის შემოსასვლელები ვალისა და მინაძის მხრიდან, რუსთაველის ქუჩა - საავადმყოფოს შესახვევიდან კოლეჯი „ოპიზარის“ მიმდებარე ტერიტორიამდე, პირველი, მეორე და მეექვსე სკოლების მიმდებარე ტერიტორიები, ყოფილი გამეობის შენობის მიმდებარე სკვერი და დიდიმამიშვილის ქუჩა.

“დემოკრატიული მმართველობის პროგრამის” რეგიონული კოორდინატორის თამუნა კაპანაძის თქმით, აქციის იდეა 15 მარტს ’’დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში’’ გამართულ შეხვედრაზე გაჩნდა, სადაც ქალაქის დასუფთავების პრობლემებზე იმსჯელეს: ’’მაშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარება სთხოვა. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ ინიციატივის თავზე აღება და აქციის ორგანიზება’’.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავსი ტიპის აქციაში სამოქალაქო სექტორი და მოსახლეობა სრული შემადგენლობით ჩაერთო.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო
დასუფთავების მასშტაბური  აქცია ახალციხეში
დასუფთავების აქციას ახალციხეშიც შეუერთდნენ
დასუფთავების აქცია
დასუფთავების აქცია ადიგენში
ახალციხეში რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს
აქცია 'დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო' ახალციხეში ®