FM97.5 / LIVE

"ბორჯღალოსნებმა" გერმანიის ნაკრები 50:6 დაამარცხეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.02.2017
ბორჯღალოსნებმა 2017 წლის "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის მეორე მატჩიც დიდი ანგარიშით და ბონუსით მოიგეს. მილთონ ჰეიგის შეგირდებმა, ბელგიის სტუმრად ძლევის შემდეგ, რუსთავში უმასპინძლეს გერმანიას და 50:6 დაამარცხეს

"ბორჯღალოსნებმა" გერმანიის ნაკრები 50:6 დაამარცხეს

საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, ქართველმა მორაგბეებმა 8 ლელო დადეს. პირველ ტაიმში გიორგი კოშაძემ ორი, ხოლო გიორგი ფრუიძემ - ერთი ლელო გაიტანეს, მერაბ კვირიკაშვილმა კი სამივე გარდასახა და ტაიმი 21:6 დასრულდა.

შესვენების შემდეგ სტუმრებმა ქულა ვეღარ აიღეს, ბორჯღალოსნებმა კი კიდევ 5 ლელო მიითვალეს. თავი ორ-ორჯერ გამოიჩინეს გიორგი თხილაიშვილმა და ბექა გორგაძემ, ბოლო ლელო კი მერაბ შარიქაძის ანგარიშზეა. კვირიკაშვილმა და ლაშა მალაღურაძემ თითო გარდასახვა გაიტანეს.

გერმანიასთან მე-100 კეპის მოხვეჭით პირველი ქართველი ‘ცენტურიონი’ გახდა მერაბ კვირიკაშვილი. შედგა ლაშა ტაბიძის, გელა აფრასიძისა და გიორგი მჭედლიშვილის დებიუტი.

ამ გამარჯვებით ნაკრებმა ბონუს ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. ბორჯღალოსნები მომდევნო მატჩს ორ კვირაში, 4 მარტს, ესპანეთში გამართავენ.

"ბორჯღალოსნებმა" გერმანიის ნაკრები 50:6 დაამარცხეს


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მორაგბეთა ნაკრები ევროპის ერთა თასის გამარჯვებულია
‘ტაოს’ რაგბისტებმა ‘დინამოს’ სძლიეს ®
მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას ‘ლელო’ ერქმევა
'ტაო' წაუგებელ სერიას აგრძელებს ®
‘ლელო საქართველოსთვის’ დაფუძნდა
'ტაო' ფინალურ მატჩს 'დინამოსთან' გამართავს [R]
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი მოიპოვა