FM97.5 / LIVE

ადიგენელი მოჭიდავის მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.02.2017
17 წელი ტატამზე და ბრძოლა ბავშვობის ოცნების ასახდენად – ადიგენელი გოგა აფრიამაშვილი ეროვნულ ნაკრებში მოხვდა და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

ადიგენელი მოჭიდავის მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის

საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში, რომელზეც, გოგა აფრიამაშვილმა, 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში, პირველი ადგილი დაიკავა, 14–15 თებერვალს გაიმართა.

ადიგენელი მოჭიდავის მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის 25 წლის სპორტსმენმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე წარმატებით დაასრულა. ოთხი შეხვედრიდან ორი შერკინება მსოფლიოს ჩემპიონებთან მოუხდა, საბოლოო გამარჯვების შემდეგ კი მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის დაიწყო.

„რამდენიმეთვიანი, მოსამზადებელი შეჯიბრებები გვაქვს, მათ შორის უკრაინაშიც. ვიმედოვნებ, რომ ახლა უკვე ევროპის ჩემპიონიც გავხდები და საქართველოს ნაკრებს ვასახელებ“, – ამბობს გოგა, რომელიც ერთადერთია სამცხე–ჯავახეთიდან, ვინც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა.

გოგა ფიქრობს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება არ გაუჭირდება, რადგან სპორტის ამ სახეობაში საკმაო გამოცდილება დააგროვა.

ადიგენელი მოჭიდავის მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის გოგა აფრიამაშვილს სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესი ბავშვობიდან აქვს. მამა მოჭიდავე იყო, ამიტომ, თავადაც ჭიდაობა 8 წლის ასაკში დაიწყო. დამწყებ სპორტსმენს მამა ავარჯიშებდა,ჯერ თავისუფალი სტილი იტაცებდა, მოგვიანებით საცხოვრებლად დედაქალაქში გადავიდა და გადაწყვიტა თავისუფალი ჭიდაობის ნაცვლად, ვარჯიში ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში გაეგრძელებინა.

„ჭიდაობის ეს სტილი უფრო მომეწონა. ბავშვობის ოცნებად მქონდა, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მიმეღო მონაწილეობა“, – ამბობს და ამატებს, რომ სპორტის ამ სახეობას ბოლომდე გაჰყვება, – „ჩემი საქმიანობა ესაა“.

ადიგენელი მოჭიდავის მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის მის „ანგარიშზე“, წლების განმავლობაში, არაერთი, წარმატებით ჩატარებული შეხვედრაა, ორჯერ იყო საქართველოს ჩემპიონი, თუმცა, მაშინ ევროპაში გამართული შევედრები წარმატებული არ აღმოჩნდა. გოგას იმედი აქვს, რომ მესამე მცდელობა იღბლიანი აღმოჩნდება და სამშობლოში ევროპის ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდება. ჩემპიონატი მიმდინარე წლის მაისში ჩატარდება.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა დასრულდა
ადიგენელი სპორტსმენი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი გახდა [Video]
არალში მცხოვრები მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება
თაობა მაXიმუმი: ევროპის  ჩემპიონი [Vide]
ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
თაობა მაXიმუმი: მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის [Audio]
ნიაზ დიასამიძე - ახალციხელი სამბისტი წლის მთავარი ტურნირის პრიზიორია