FM97.5 / LIVE

ადიგენელი ახალგაზრდა მსოფლიო რეკორდისათვის ემზადება [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.02.2017
სოფელ უდის მკვიდრი, 23 წლის ლერი თუმანიშვილი, ცალ ხელზე აზიდვაში მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად ემზადება.

ადიგენელი ახალგაზრდა მსოფლიო რეკორდისათვის ემზადება [Photo/Video]

პირველი, მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად ლერი თუმანიშვილმა მზადება ოთხი თვის წინ დაიწყო. რეკორდის დამყარების ზუსტი დრო და ადგილი ჯერ არ იცის.

„ამ კვირაში ვარ დაბარებული, დროს შევათანხმებთ ფედერაციის პრეზიდენტთან და ამ კვირაშივე ვგეგმავ, მსოფლიო რეკორდი ოფიციალურად დავამყარო“, - ამბობს იგი.

ახალგაზრდა სპორტსმენი, მსოფლიო რეკორდს, 1 წუთში 33 აზიდვით დაამყარებს, ზურგზე მოკიდებული 19 კილოგრამიანი ჩანთით. ამბობს, რომ ვარჯიშის პროცესში 40 აზიდვა გააკეთა და იგივე რაოდენობის დაფიქსირებას გეგმავს რეკორდის დროს.

ლერი თუმანიშვილი თავისუფალი სტილით მოჭიდავეა. სპორტის ამ სახეობაში ხუთი წლის ასაკიდანაა ჩართული. ბოლო ორი წელია, სოფელ უდეში ჭიდაობის წრე აქვს შექმნილი და ადგილობრივ ახალგაზრდებს, თავისუფალ ჭიდაობაში ავარჯიშებს.

„ჩემს სოფელში არ იყო მსგავსი სავარჯიშო დარბაზი, სადაც სპორტის ამ სახეობას ადგილობრივები დაეუფლებოდნენ. გადავწყვიტე, ეს ყველაფერი თავად გამეკეთებინა და მსურველები მევარჯიშებინა“, - ამბობს იგი.

ცალ ხელზე აზიდვაში მსოფლიო რეკორდის დამყარების შანსის შესახებ ინფორმაცია, სოციალური ქსელიდან შეიტყო. ვიდრე, მსოფლიო რეკორდს დაამყარებს, გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც მან სპეციალურად „სამხრეთის კარიბჭეს“ გამოუგზავნა.



[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალგაზრდული გადაცემა: მზადება რეკორდისთვის [Video]

არალში მცხოვრები მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება
ადიგენელი მოჭიდავის მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის
ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება
ახალციხელი არტაშეს ელბაკიანი გინესის რეკორდსმენობას გეგმავს
ახალქალაქელი სპორტსმენი კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონია
ალბერტ ავეტისიანი - რვა წლის სპიდკუბერი, რომელიც მსოფლიო რეკორდისთვის ემზადება [Video]