FM97.5 / LIVE

რით იყო გამორჩეული მირქმის დღესასწაული ახალქალაქში [Photo]

მთავარიფოტოამბავი 20.02.2013
13 თებერვლის საღამოს, ახალქალაქში, სურბ ხაჩის ეკლესიაში, მირქმის დღესასწაულის პატივსაცემად, ღვთისმსახურება ჩატარდა, რასაც ტრადიციული ცეცხლზე ხტომა მოჰყვა.



სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის წინამძღვარმა იერომონაზონმა ბაბკენ სალბიანმა და მამა ტატევ მარუკიანმა სურბ ხაჩის ეკლესიაში ახლადდაქორწინებულები დალოცეს, ეკლესიის ნათლულმა არტურ ფარმანიანმა კი მათ ბიბლია აჩუქა.

წირვის შემდეგ ეკლესიის ეზოში ტრადიციული კოცონი გაჩაღდა. იერომონაზონმა ბაბკენ სალბიანმა და კუმურდოელმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ცეცხლი ერთად დაანთეს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი საეკლესიო ღონისძიებაა, რომელშიც საქართველოს მართლმადიდებლური და სამოციქულო ეკლესიების მაღალმა სასულიერო პირებმა ერთად მიიღეს მონაწილეობა.

კოცონის ირგვლივ ახალგაზრდებმა მრგვალი ცეკვა შესრულეს, იქვე მოწყობილ სცენაზე კი ანსამბლი „ჯავახეთი“ და ვაჩმანის კულტურის სახლის აღსაზრდელები გამოვიდნენ. საზეიმო ღონისძიებაზე პროექტ „სახალხო მომღერლის“ მონაწილეებმაც იმღერეს. ახლადდაქორწინებულები და ახალგაზრდები კოცონს გადაახტნენ და სურვილები ჩაიფიქრეს.

სომხური სამოციქულო ეკლესია მირქმას 14 თებერვალს, ნათლისღებიდან მეორმოცე დღეს აღნიშნავს. უფლის მირქმა იესო ქრისტეს მიწიერ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნევა. მოსეს კანონით, ქალს, რომელმაც მამრობითი სქესის შვილი გააჩინა, მშობიარობიდან 40 დღის განმავლობაში უფლის ტაძარში შესვლა ეკრძალებოდა. ამ ვადის გასვლის შემდეგ დედა ახალშობილთან ერთად მიდიოდა ტაძარში, რათა უფლისთვის სამადლობელი და განმწმენდი მსხვერპლი შეეწირა და მოძღვრისგან კურთხევა მიეღო. საეკლესიო წესდებით, დღესასწაულის წინ, 13 თებერვლის საღამოს ღვთისმსახურების მიწურულს ტარდება ანდასტანი - სამყაროს ოთხივე მხრის კურთხევის ცერემონიალი, რის შემდეგაც სანთლის კურთხევის ჯერი დგება.

უძველესი ტრადიციის თანახმად, ნაკურთხი სანთლით ინთება კოცონი, რომელიც ქრისტეს მხსნელ სინათლესთან სიმბოლიზდება. ხალხური ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ახალგაზრდა ბიჭები და გოგონები კოცონის ალს უნდა გადაახტნენ.

ხალხში ანთებული კოცონი ასოცირდება ერთგვარ რიტუალთან, რომელიც განწმენდს და ბედნიერება მოაქვს ოჯახურ ცხოვრებაში.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობას და ნათლისღებას აღნიშნავს
 ვაჰაგნ ჩახალიანს ახალქალაქში დახვედრა მოუწყეს

ახალციხეში სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ‘ტერენდეზის’ დღესასწაული იზეიმა [ფოტო]
ომბუდსმენი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს სურბ სარგისის დღესასწაულს ულოცავს
სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს
სომხური სამოციქულო ეკლესია 'ვარდავარის'დღესასწაულს ზეიმობს
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს ვარდავარი აღნიშნა