FM97.5 / LIVE

ვის დაუფინანსებს სწავლას სახელმწიფო სამცხე–ჯავახეთიდან

მთავარისიახლე, განათლება 05.09.2016
სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ. მათ შესაბამისი დოკუმენტები 3 ოქტომბრამდე სამინისტროში, ან საგანმანათლებლო რესურს ცენტრში უნდა წარადგინონ.

ვის დაუფინანსებს სწავლას სახელმწიფო სამცხე–ჯავახეთიდან
2016 – 2017 სასწავლო წელს, სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში, 853 სტუდენტს უმაღლესი სასწავლებლის საფასურს სახელმწიფო დაუფარავს.

სოციალური დაფინანსება რამდენიმე კატეგორიის სტუდენტებზე გაიცემა.

ა) გადასახადს არ გადაიხდის სტუდენტი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა. ამ კატეგორიაში სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, დაფინანსებას ოთხ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები მიიღებენ:

ადიგენის მუნიციპალიტეტიდან – 15 სტუდენტი;

ასპინძის მუნიციპალიტეტიდან – 10 სტუდენტი;

ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან – 10 სტუდენტი;

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან – 6 სტუდენტი;

სამცხე–ჯავახეთის გარდა დაფინანსება მიიღო მესტიის, ლენტეხის, ონის, ქედის, ხულოს, შუახევის, ყაზბეგის, დუშეთის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სტუდენტებმაც.

ბ) დაფინანსებით ისარგებლებს კიდევ 170 სტუდენტი, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში. ასევე სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.

გ) კომუნისტური რეჟიმის დროს, სამცხე–ჯავახეთიდან დეპორტირებული მესხების შთამომავლები, 5 სტუდენტი.

დ) 15 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ე) 15 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ვ) 26 სტუდენტი, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები.

ზ) 50 სტუდენტი, რომლებსაც გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა.

თ) 100 სტუდენტი, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები.

ი) 30 სტუდენტი, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

კ) 50 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ლ) 16 სტუდენტი, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში.

მ) 170 სტუდენტი, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდებით, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები ყოველწლიურად დაფინანსებას 2 250 ლარის ოდენობით მიიღებენ. პროგრამისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან 1 920 000 ლარი გამოიყო.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 79 სტუდენტი დაფინანსდება
აბიტურიენტთა 74% სტუდენტი გახდა
ახალციხის მერიიდან სტიპენდიას ათზე მეტი სტუდენტი მიიღებს
რამდენი სტუდენტი მიიღო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა
თვითმმართველობის პრეზიდენტობისთვის ორი სტუდენტი იბრძოლებს
ახალციხის მერიის სტიპენდიას 14 სტუდენტი მიიღებს