FM97.5 / LIVE

ნინოწმინდაში, 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე პოლიციელები დაიკითხნენ

მთავარისიახლე, შემთხვევა 10.01.2017
ნინოწმინდაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე სასამართლოში სამი სამართალდამცველი დაიკითხა. პოლიციელებმა მკვლელობის ღამეს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები გაიხსენეს და დეტალებზე ისაუბრეს.

ნინოწმინდაში, 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე  პოლიციელები დაიკითხნენ

დღეს, 10 იანვრას ახალციხის რაიონულ სასამართლოში სათხა-ნინოწმინიდის გაზაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, სასამართლო სხდომა ერთ საათს გაგრძელდა.

სხდომაზე მოწმის სახით ის პოლიციელები დაიკითხნენ, რომლებიც მკვლელობის ღამეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ. 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მომავალ სხდომაზეც გაგრძელდება, რომელიც 18 იანვარს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდაში მკვლელობა 6 ივლისს საღამოს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გარდაცვლილი და ბრალდებული შელაპარაკდნენ, რის შემდეგაც გარდაცვლილმა ა.მ-ს სხეულზე დაზიანებები მიაყენა, საპასუხოდ კი ბრალდებულმა გულ-მკერდის არეში დანა ჩაარტყა.

პროკურორის, მამუკა ქომოშვილის თქმით, შემთხვევის ადგილიდან სამი დანაა ამოღებული, ამიტომ იგი არ გამორიცხავს, რომ ჯგუფური თავდასხმა იყო. მიუხედავად ამისა, მკვლელობის საქმეზე, ამ დრომდე ა.მ-ს გარდა სხვა პირი დაკავებული არ არის.

სასამართლო სხდომაზე, 25 წლის ახალგაზრდის ინტერსებს სახაზინო ადვოკატი ტარიელ ბალაბანიშვილი და რევაზ კაჭკაჭიშვილი იცავენ. საქმეზე გამოძიება, სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 25 წლის ახალგაზრდას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში, 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს აღიარებს
ადვოკატი 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვს
სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა
ქეთევან ხმალაძის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა
24  წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს 9–წლიანი  პატიმრობა მიესაჯა
ვისი თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა ნინოწმინდაში მკვლელობის ადგილზე
სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეს ერთი საქმე გამოეყო