FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგებელმა 2015 წლის ანგარიში წარადგინა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.12.2016
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ საკრებულოს 2015 წლის ანგარიში წარუდგინა.

ახალციხის გამგებელმა 2015 წლის ანგარიში წარადგინა

2015 წლის ანგარიშით ახალციხის გამგებელი საკრებულოს წინაშე 30 ნოემბერს წარსდგა. ზაზა მელიქიძემ საკრებულოს წევრებს გამგეობაში არსებული სამსახურების მიერ შესრულებული ერთწლიანი მუშაობის შედეგი გააცნო.

მისი თქმით, 2015 წელს ახალციხის მუნიციპლიტეტის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისთვის 7 324,000 ლარი გაიხარჯა, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი - 3 147,000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 4 177,000 ლარი.

უფრო კონკრეტულად:
• ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გაიხარჯა 4 675,300 ლარი, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 3 147,000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 1 528,300 ლარი;
• სკოლამდელი განათლება– 458,800 ლარი;
• კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი – 159,200 ლარი;
• მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის – 317,800 ლარი.

2015 წლის დასაწყისში ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 3 840,000 ლარი იყო, ხოლო წლის ბოლოს ბიუჯეტმა 8 320,300 ლარი შეადგინა.

ზაზა მელიქიძის განმარტებით, მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთ პრიორიტეტად მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა დაასახელა. 2015 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 927-მა ბენეფიციარმა მიიღო 283 865 ლარის ოდენობის დახმარება.

მათ შორის:
• სამედიცინო მომსახურება გაეწია 250 მოქალაქეს, რამაც ჯამში 130 000 ლარი შეადგინა.
• ააიპ სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლებში 75 მოსწავლეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სწავლის საფასური გადაუხადეს, ჯამში 6 800 ლარის ოდენობით.
• 197 ახალშობილის ოჯახის ერთჯერადი დაფინანსებისთვის დაიხარჯა 27 000 ლარი.

თანხის ნაწილი მეწყერისგან და ხანძრისგან დაზარალებული ოჯახების დახმარებისთვის, იძულებით გაადადგილებული პირების სასურსათო პაკეტის შეძენისთვის, მარტოხელა და მზრუნველობამოკლებულ ბენეფიციართა სოციალური დახმარებისთვის და ა.შ. გადანაწილდა.

რაც შეეხება ინფრასტრუტურულ პროექტებს, 2015 წელს 102 პროექტი განხორციელდა

• სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 პროექტი – 2 234 407 ლარით.
• სტიქიის ფონდიდან 4 პროექტი – 194 605 ლარით.
• ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 პროექტი – 340 108 ლარით.
• სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 74 პროექტი – 1 084 451 ლარით.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

4.6 მლნ ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის
რაში დაიხარჯება 2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტი ახალციხეში
ახალციხის ბიუჯეტიდან ‘სოფლის პროგრამას’ 100 000 ლარი დაუმატეს
ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში 1 084 900 ლარი  დაიხარჯა
ახალციხის მერია სოციალური პროგრამების ფარგლებში 19 000-მდე მოქალაქეს დაეხმარა ®
შალვა ახალციხელის ტაძარს ახალციხის ბიუჯეტიდან 100.000 ლარი მოხმარდება
2018 წელს 13 ააიპ–ი ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარით დაფინანსდება